FCI.ge
FCI.ge
ოფიციალურად: ელ შაარავი - რომას ფეხბურთელია |
ახალგაზრდა იტალიელი თავდამსხმელი სტეფან ელ შაარავი დაუბრუნდა იტალიის ეროვნულ ჩემპიონატს.
"რომას" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა სტეფანის იჯარით აყვანის ინფორმაცია "მონაკოდან" სეზონის ბოლომდე. გარდა ამისა, იტალიურ კლუბს შეუძლია, რომ 13 მილიონ ევროდ გამოისყიდოს მისი კონტრაქტი.
ელ შაარავი ორშაბათს ჩაფრინდა რომში, გაიარა სამედიცინო შემოწმება, გუშინ საღამოს კი გააფორმა კონტრაქტი და შეუერთდა პარტნიორებს. ელ შაარავი 22 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს "მგლების" რიგებში.
აღსანიშნავია, რომ სტეფანის იჯარის სანაცვლოდ "მილანი" 1,4 მილიონ ევროს მიიღებს რომაული კლუბისგან. ელ შაარავი სწორედ "როსონერის" აღზრდილია და 2015 წლის ზაფხულში გადაბარგდა საფრანგეთის ჩემპიონატში.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.