FCI.ge
FCI.ge
რამირესი ჩინეთში წავიდა |
უნივერსალური ბრაზილიელი ნახევარმცველი რამირესი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს.
ლონდონის "ჩელსის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ რამირესი "ცზიანსუ სუნინეში" გადაბარგდა.
28 წლის ბრაზილიელმა ჯამში 251 ოფიციალური მატჩი ჩაატარა ლონდონური გუნდის მაისურით (34 გოლი, 25 ასისტი), მოიგო ყველაფერი და მუდამ ბევრს შრომობდა. მან "ბენფიკადან" ტრანსფერის შემდეგ, ხუთწელიწად-ნახევარი დაჰყო სტემფორდზე.
ინგლისური პრესის ინფორმაციით, "ჩელსიმ" 25 მილიონი ევრო მიიღო რამირესის სანაცვლოდ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.