FCI.ge
FCI.ge
კლოპი: სტოკმა თავისი ძველი ფეხბურთი ითამაშა |
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, შეაფასა საპასუხო ნახევარფინალური მატჩი ინგლისის ლიგის თასზე.
ენფილდზე "სტოკ სიტიმ" მოახერხა 1:0 მოგება და საჭირო გახდა დამატებითი დრო, რომელიც უგოლოდ დასრულდა. პენალტების სერიაში კი "წითლებმა" 6:5 იმარჯვეს.
"გამიგია, რომ ჰიუზის ხელში "სტოკის" ფილოსოფია შეიცვალა, მაგრამ ამ საღამოს მათ ჩვეულ სტილში იმოქმედეს. გვიჭირდა თავდაცვა მაღალ დონეზე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მეტოქემ ბევრი ხიფათი შექმნა ჩვენს კართან.
გაშვებული ბურთი? ვფიქრობ, ყველამ კარგად დაინახა, რომ იმ ეპიზოდში ორმაგი თამაშგარე იყო. იმ მომენტში არ გაგვიმართლა, მაგრამ გუნდმა იპოვნა საჭირო ძალები პასუხის გასაცემად.
ჩვენ საკუთარი ფეხბურთის ჩვენებას ვცდილობდით. 120 წუთის განმავლობაში ნაჩვენები ფეხბურთისა და აუტანელი გრაფიკის ფონზე ნამდვილად ვიმსახურებდთ გამარჯვებას.
პენალტების სერიაში ყოველთვის საჭიროა იღბალი, რომელიც ამჯერად ჩვენს მხარეს იყო. ეს დიდებული მომენტია "ლივერპულისთვის"", - განაცხადა კლოპმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.