FCI.ge
FCI.ge
ალენი: ფინალში გასვლა - ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია ლივერპულში |
"ლივერპულის" ცენტრალური ნახევარმცველი ჯო ალენი ძალიან ბედნიერია "სტოკ სიტისთან" მოპოვებული ძალიან რთული გამარჯვებით.
პენალტების სერიაში გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი სწორედ უელსელმა მოთამაშემ შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 6:5.
"რაც არ უნდა მოხდეს მომავალში, ლიგის თასის ფინალში გასვლა - ჩემი "ლივერპულული" კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია.
არ დაგიმალავთ, ცოტათი ვნერვიულობდი დარტყმის წინ, მაგრამ მჯეროდა გატანის. მეშვიდე შემსრულებლის არჩევისას მცირე უზუსტობა გაგვეპარა, მაგრამ საბოლოოდ ჩემზე შეჩერდა არჩევანი.
ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ მაინც გავედით ფინალში. ეს თავდაჯერებულობას შემატებს გუნდს", - განაცხადა ალენმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.