FCI.ge
FCI.ge
ნაპოლიმ 20 წლის ტალანტი დაიმატა |
"ატალანტას" აწყოფილი ნახევარმცველი ალბერტო გრასი ნეაპოლური კლუბის ფეხბურთელი გახდა.
"ნაპოლიმ" დაადასტურა 20 წლის იტალიელის ტრანსფერი ბერგამოული კლუბიდან, მაგრამ არ გაავრცელა დეტალები.
ალბერტო ოცნომრიანი მაისურით იასპარეზებს იტალიის ჩემპიონატის ამჟამინდელი ლიდერის რიგებში და ეცდება, რომ გამოიყენოს შანსები.
გრასის დებიუტი 2014 წლის შემოდგომაზე შედგა იტალიის სერია ა-ში, ის ამპლუით საყრდენი ნახევარმცველია, მაგრამ უფრო წინაც შეუძლია მოქმედება.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.