FCI.ge
FCI.ge
პატო: ჩელსი - ჩემი ახალი სახლია |
ლონდონის "ჩელსის" ჯერ არ დაუდასტურებია ბრაზილიელი ფორვარდის ტრანსფერი "კორინთიანსიდან", პატო კი უკვე საუბრობს თავის დაბრუნებაზე ევროპაში.
"მილანის" ყოფილი შემტევი უკვე ჩაფრინდა ლონდონში და გააკეთა საინტერესო კომენტარი.
"ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, ეს სიზმარია! "ჩელსი" - ჩემი ახალი სახლია. მადლობელი ვარ "ჩელსის", რომელმაც მომცა შანსი და ჩემი სოციალური ქომაგების, რომლებიც მუდამ მხარს მიჭერენ.
თამაში მჭირდება. არ ვიცი კიდევ რა ვთქვა, რადგან ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან მინდა თამაში და მალე გავიცნობ ახალ პარტნიორებს. ნამდვილად ძალიან მინდა "ჩელსიში" თამაში", - განაცხადა უკვე 27 წლის პატომ.
სამედიცინო შემოწმება დღეისთვის არის დაგეგმილი და ბრაზილიელი იჯარის წესით შეუერთდება ლონდონურ კლუბს.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.