FCI.ge
FCI.ge
ოფიციალურად: თაუნსენდი – ნიუკასლის ფეხბურთელია |
ახალგაზრდა ინგლისელი ვინგერი, საკმაოდ ნიჭიერი ანდროს თაუნსენდი კარიარას სენტ–ჯეიმს პარკზე გააგრძელებს.
"ნიუკასლის" ოფიციალურმა ვებ–გვერდმა დაადასტურა 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი "ტოტენჰემიდან" და გააფორმა ხუთწელიწად–ნახევრიანი კონტრაქტი.
არაოფიციალური წყაროების ცნობით, "ჯორდებს" მისი ტრანსფერი დაახლოებით 15 მილიონი ევრო დაუჯდათ. ანდროსი ახალი კლუბის რიგებში 25 ნომრიან მაისურს მოირგებს.
თაუნსენდის დებიუტი ინგლისის პრემიერ ლიგაში 2012 წლის სექტემბერში შედგა, სეზონის მეორე ნახევარი "ქპრ–ში" წარმატებით ჩაატარა იჯარით და დაუბრუნდა "ტოტენჰემს". ანდროსმა ჩინებულად წარმოაჩინა თავი 2013/14 წლების სეზონში, მიიღო მიწვევა ეროვნული ნაკრებიდანაც, მაგრამ მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამჯერ შევიდა შეცვლაზე და საბოლოოდ დატოვა ლონდონური კლუბი.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.