FCI.ge
FCI.ge
ლუის ენრიკე: ახალგაზრდებს მივეცით შანსი და კარგად ითამაშეს |
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, შეაფასა ესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალური შეხვედრა.
მესტალიაზე, "ბლაუგრანამ" ფრედ 1:1 ითამაშა, მაგრამ პირველი თამაში 7:0 ჰქონდა მოგებული და გავიდა ფინალში. ენრიკემ დაასვენა მთელი გუნდი და ახალგაზრდებმაც გაართვეს თავი.
"მატჩი ნამდვილად არ გამოვიდა ისეთი, როგორიც ესპანეთის თასის ნახევარფინალს შეეფერება. ახალგაზრდებს მივეცით შანსი და მათ კარგი მატჩი ჩაატარეს, ბურთი საკმარისად ეჭირათ, კმაყოფილი ვარ.
კმაყოფილი ვარ, რომ კიდევ ერთხელ ვითამაშებთ ამ ტურნირის ფინალში. ახლა დაველოდებით მაისს და ვნახოთ რა მოხდება. ძირითადად სკამზე ვიჯექი, რადგან ხმის პრობლემა მქონდა და დარწმუნებული ვარ, ასისტენტმა ყველაფერი კარგად გააკეთა.
მოთამაშეების განწყობა? ამ გუნდს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ის სიამოვნებას იღებს იმისაგან, რასაც მინდორზე აკეთებს და ამ სეზონში ბევრის მიღწევა შეუძლია", – განაცხადა ლუის ენრიკემ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.