FCI.ge
FCI.ge
რობენი: ბუნდესლიგა იმსახურებს ისეთ გუნდს, როგორიც ბოხუმია |
მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელი ვინგერი აღფრთოვანებული დარჩა "ბოხუმის" ღირსეული თამაშით გერმანიის თასის მეოთხედფინალში.
"რეკორდმაისტერმა" სტუმრად 3:0 მოუგო მეორე ბუნდესლიგის კლუბს, მაგრამ გარდამტეხი აღმოჩნდა პენალტი პირველ ტაიმში, რომლის შედეგადაც მასპინძლებს კაციც გაუგდეს.
"როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი რთული გამოვიდა. დიდი კომპლიმენტები "ბოხუის" მოთამაშეებსა და მათ მწვრთნელს. იმედი მაქვს, რომ ისინი გადმოვლენ უმაღლეს ლიგაში. ბუნდესლიგა იმსახურებს გუნდს, რომელიც ასე თამაშობს.
ეს ფეხბურთია. პენალტი და წითელი ბარათი აშკარა იყო. აქ საკამათო არაფერია, წესები ასეთია. ამის შემდეგ "ბოხუმს" უკვე გაუჭირდა", – აღნიშნა რობენმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.