FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

კონტე: პრემიერ ლიგა – უძლიერესი ჩემპიონატია, სერია ა – მხოლოდ მეოთხე

11-02-2016
3 კომენტარი

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე მიიჩნევს, რომ ამ მომენტისთვის სერია ა ევროპის უძლიერეს ჩემპიონატებს შორის მეოთხე ადგილს იკავებს.

 

"ვფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერი ფეხბურთი – ინგლისშია. შემდეგ მოდიან ესპანეთის და გერმანიის ლიგები, სერია ა კი – მხოლოდ მეოთხეა. ასე არ უნდა იყოს. ადრე იტალიური ფეხბურთი გაცილებით უკეთესი იყო, ყველას უნდოდა აქ თამაში.

 

თუ შევხედავთ ციფრებს, როდესაც იტალიის ეროვნულმა გუნდმა მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი 2006 წელს, ეროვნულ ჩემპიონატში იტალიელების რაოდენობა 66%–ს შეადგენდა, ჩემი მოთამაშეობის პერიოდში კი უფრო მეტს. ახლა, ეს მაჩვენებელი 34%–მდე დაეცა.

 

კლუბების მფლობელები არ არიან მზად, რომ დიდი ფული ჩადონ გუნდის განვითარებაში, რის გამოც ეროვნული ნაკრებიც სუსტდება. მოთამაშეების არჩევანი სულ უფრო და უფრო მცირდება, მაგრამ მოახლოვებულ ჩემპიონატს მაინც ოპტიმიზმით ვუყურებ. 

 

კლუბები ინვესტიციების ჩადება ახალგაზრდულ ფეხბურთში დაიწყეს, იტალიური ფეხბურთის ფედერაციამ კი განვითარების ამბიციური პროექტი წარადგინა. ამ პერიოდს გერმანიის 15 წლის წინანდელ პერიოდთან გავაიგივებდი, როდესაც ფედერაციამ ყველა რეგიონის აკადემია დააფინანსა. ყველამ კარგად ვიცით რა მოჰყვა ამას – 2014 წლის ტრიუმფი.

 

"კატენაჩოს" დღეები წავიდა. ფეხბურთი ძალიან შეიცვალა და ვგრძნობ, რომ იტალიას ახალი მენტალიტეტი აქვს", – განაცხადა კონტემ.

https://fci.ge/uploads/posts/2016-02/1455170229_antonio_conte.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi