FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

მაკარტი: მოურინიო სწორედ ის ადამიანია, რომელიც მანჩესტერს სჭირდება

11-02-2016
0 კომენტარი

"პორტოს" ყოფილი ცენტრალური თავდამსხმელი ბენი მაკარტი მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ახლა ჟოზე მოურინიო სჭირდება.

 

სამხრეთ აფრიკული ფეხბურთის ლეგენდა სამი წელი იცავდა პორტუგალიური კლუბის ღირსებას და ჟოზესთან ერთად ორი სეზონის ჩატარება მოახერხა, 2004 წელს ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

 

მაკარტი მოურინიოს საჭიროებას იმით საზღვრავს, რომ მომავალი სეზონიდან "მანჩესტერ სიტის" პეპ გვარდიოლა ჩაუდგება სათავეში და ეს ორი სპეციალისტი ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობს.

 

"მოურინიო ერთ–ერთია იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც იციან თუ რა უნდა დაუპირისპირონ გვარდიოლას ტაქტიკას. როდესაც "რეალში" იყო, რამდენიმეჯერ დაამარცხა პეპი. ეს "ინტერთან" ერთადაც გამოუვიდა.

 

"მანჩესტერ იუნაიტედში" ჟოზეს ექნება რესურსები, მოთამაშეები და ფინანსური შესაძლებლობები იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მოახერხოს გვარდიოლას დამარცხება", – აღნიშნა ბენი მაკარტიმ.

https://fci.ge/uploads/posts/2016-02/1455189743_295123.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi