FCI.ge
FCI.ge
ვერბეკი: მრცხვენია რობენის სიმულაციის გამო |
"ბოხუმის" მთავარი მწვრთნელი გერტ–იან ვერბეკი იმედგაცრუებული დარჩა არიენ რობენის საქციელით გუშინდელ შეხვედრაში.
გერმანიის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე მიუნხენის "ბაიერნმა" 3:0 მოუგო "ბოხუმს" სტუმრად და პირველი ტაიმის ბოლოს დაინიშნა პენალტი მასპინძელთა კარში, როდესაც რობენი წააქციეს საჯარიმოში.
მატჩის მთავარმა არბიტრმა პენალტთან ერთად, გააძევა "ბოხუმის" მცველი და მიუხედავად იმისა, რომ ტომას მიულერმა ვერ გამოიყენა შანსი, "რეკორდმაისტერს" ამის შემდეგ გაუმარტივდა საქმე.
"ეს იყო სუფთა სიმულაცია არიენის მხრიდან. ჩვენ მცველი ბურთზე თამაშობდა, "ბაიერნის" მოთამაშე კი ფეხს ეძებდა. თავად ჰოლანდიელი ვარ და მრცხვენია რობენის საქციელის გამო.
ამ ეპიზოდში იყო კონტაქტი, მაგრამ არანაერად პენალტი და წითელი ბარათი. ათი კაცით ვერავინ დაამარცხებს "ბაიერნს"", – განაცხადა ვერბეკმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.