FCI.ge
FCI.ge
იგუაინი: ნაპოლიმ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს |
"ნაპოლის" ცენტრალური თავდამსხმელი გონსალო იგუაინი მოუწოდებს პარტნიორებს, რომ მოახლოვებული მნიშვნელოვანი მატჩის წინ სიმშვიდე შეინარჩუნონ.
ამ შაბათს იტალიის ეროვნული ჩემპიონატის ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება ტურინში, სადაც სერია ა–ს ლიდერი დაუპირისპირდება "იუვენტუსს".
"მშვიდად ვარ. უკვე დიდი ხანია ვთამაშობ ფეხბურთს და მივეჩვიე ზეწოლას. გუნდი მინდორზე ძალიან მოტივირებული გავა, რადგან "იუვენტუსთან" დაპირისპირება დერბის ტოლფასია.
ვიცით, რომ შესაძლოა ეს ცუდად აისახოს ჩვენზე. აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე", – განაცხადა გონსალომ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.