FCI.ge
FCI.ge
ლავესი ჩინეთში გააგრძელებს კარიერას |
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც სავარაუდოდ დატოვებს ევროპის კონტინენტს ამ ზამთარში და ჩინეთში გადაბარგდება, ეზიკილ ლავესია.
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა "L'Equipe" იტყობინება, რომ "პსჟ" და ყველაზე პოპულარული ჩინური კლუბი "ჰებეი ფორტუნე" ახლა ტრანსფერის პატარ–პატარა დეტალებს აგვარებენ.
30 წლის არგენტინელი ვინგერის კონტრაქტი პარიზულ კლუბთან ზაფხულში იწურება და ამიტომ "პსჟ–ს" სურს, რომ მიიღოს გარკვეული ფულადი კომპენსაცია. ლავესის მიმართ რამდენიმე იტალიური კლუბი ინტერესდებოდა, მაგრამ ეზიკილმა ჩინეთი აირჩია.
ლავესის გადაწყვეტილება ყველასათვის გასაგებია, რადგან ის არასოდეს გამოირჩეოდა ფეხბურთისადმი დიდი ვნებით და "ჰებეი ფორტუნეში" 13 მილიონ ევროს მიიღებს წლიურად, პლიუს კიდევ ორ მილიონს ტრანსფერიდან.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.