FCI.ge
FCI.ge
კრკიჩმა გაახანგრძლივა |
"სტოკ სიტის" შემტევმა ნახევარმცველმა, ბოიან კრკიჩმა, ახალი კონტრაქტი გააფორმა თავის კლუბთან.
როგორც "მეთუნეების" ოფიციალური ვებ–გვერდი იტყობინება, ესპანელის ახალი ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
ბოიანი "სტოკ სიტიში" "ბარსელონადან" გადაბარგდა 2014 წლის იანვარში. მიუხედავად გასულ სეზონში მიღებული სერიოზული ტრავმისა, ბოიანი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება.
ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე კამპანიაში 25 წლის ესპანელმა 19 მატჩის ჩატარება მოახერხა და ხუთი გოლი გაიტანა.
"აქ ყოველთვის მხარს მიჭერდნენ: როდესაც ტრავმა მივიღე, როდესაც ვერ ვხვდებოდი ძირითადში. ეს მეხმარება განვითარებაში", – განაცხადა ბოიან კრკიჩმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.