FCI.ge
FCI.ge
ნაგელსმანმა ჰოფენჰაიმი ჩაიბარა |
28 წლის გერმანელი სპეციალისტი უკვე ამ კვირიდან ჩაუდგება სათავეში "ჰოფენჰაიმს".
მას შემდეგ, რაც კლუბი მოულოდნელად დატოვა ჰუბ სტევენსმა, "სოფლელების" ხელმძღვანელობას რაც შეიძლება მალე უნდა მიეღო გადაწყვეტილება და საბაოლოოდ იულიან ნაგელსმანი ნაადრევად დააწინაურა.
იულიანს სეზონის ბოლოს უნდა დაეწყო მუშაობა, მაგრამ ახლა ეცდება, რომ დატოვოს ბუნდესლიგაში "ჰოფენჰაიმი", რომელიც 20 ტურის შემდეგ ბოლო ადგილზეა და შვიდი ქულა აშორებს გადამრჩენ ზონას.
"ჰოფე" ამ შაბათს ბრემენის "ვერდერს" დაუპირისპირდება და სწორედ ამ შეხვედრაში შედგება ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტის დებიუტი.
შეგახსენებთ, რომ იულიან ნაგელსმანი აქამდე "ჰოფენჰაიმის" მეორე გუნდს ავარჯიშებდა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.