FCI.ge
FCI.ge
ბულახრუზმა კარიერა დაასრულა |
ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა განაპირა მცველმა, ჰალიდ ბულახრუზმა დაასრულა კარიერა.
34 წლის ვეტერანის ბოლო კლუბი "ფეინოორდი" იყო, რომელიც 2015 წლის ზაფხულში დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია.
"დროთა განმავლობაში ბევრი რამ გაცილებით მნიშვნელოვანი ხდება ჩემთვის, ვიდრე ფეხბურთი. მაგალითად, ბავშვები. ფეხბურთის გარეშეც ბედნიერი ადამიანი ვარ", – განაცხადა ბელახრუზმა.
ჰალიდ ბელახრუზმა კარიერა 2001 წელს დაიწყო "ვალვაიკში". შემდეგ ითამაშა ისეთ კლუბებში, როგორებიცაა "ჰამბურგი", "ჩელსი", "სევილია", "შტუტგარტი", "სპორტინგი" და "ბრონდბიუ".
ჰოლანდიის ეროვნული გუნდის მაისურით მას 36 მატჩი აქვს ჩატარებული. მონაწილეობა მიიღო 2006 და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე, აგრეთვე 2008 და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატებზე.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.