FCI.ge
FCI.ge
რობინიო ატლეტიკო მინეიროს ფეხბურთელი გახდა |
გამოცდილი ბრაზილიელი თავდამსხმელი რობინიო კარიერას ბელუ–ორიზონტულ კლუბში გააგრძელებს.
"ატლეტიკო მინეიროს" პრეზიდენტმა, დანიელ ნეპომუსენომ, საკუთარი ტვიტერის გვერდზე გაავრცელა, რომ მისმა კლუბმა გაიფორმა რობინიო. დეტალები უცნობია.
32 წლის ბრაზილიელმა ნახევარი წელიწადი გაატარა ჩინეთში "გუანჟოუ ევერგრანდის" მაისურით, მაგრამ აბსოლუტურად არაფერი გამოუვიდა აზიურ ფეხბურთში.
შეგახსენებთ, რომ რობინიომ ბოლოს "სანტოსში" გაიბრწყინა ევროპიდან წასვლის შემდეგ და ამის შედეგად დაუბრუნდა ეროვნულ ნაკრებსაც.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.