FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

იარმოლენკო: დინამო ალბათ სწრაფმა გოლმა გატეხა

25-02-2016
0 კომენტარი

კიევის "დინამოს" შემტევი ნახევარმცველი ანდრეი იარმოლენკო მიიჩნევს, რომ მისი გუნდი გუშინდელ შეხვედრაში მეტწილად სრაფმა გაშვებულმა გოლმა დაღუპა.

 

უკრაინელებმა საკუთარ მოედანზე მიიღეს "მანჩესტერ სიტი" და მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ ღირსეული ბრძოლა შესთავაზეს მეტოქე, პირველ ტაიმში უშანსოდ იყვნენ.

 

"ეს იმედგაცრუებაა. მთელი სტადიონი სავსე იყო, მაგრამ ვერ ვაჩვენეთ ფეხბურთი, რომლის მოლოდინიც გვქონდა. განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესი გამოვიდა. პირველი ტაიმი ძალიან ცუდი იყო. არ ვიცი, შეიძლება გადავიღალეთ, შეიძება ვინერვიულეთ. ახლა რთულია ამაზე საუბარი.

 

შესაძლოა სწრაფმა გაშვებულმა გოლმა გაგვტეხა. იმ ეპიზოდში ჩემი დანაშაულიც იყო, რადგან აგუერო გამეპარა. შეიძლება იმის თქმა, რომ პირველმა გოლმა ფსიქოლოგიურად გაგვტეხა. ძალები გვქონდა, რაც თავადაც მშვენივრად ვიცოდით. მთელი სტადიონი შეივსო და არ გვინდოდა ქომაგების იმედგაცრუება. 

 

რეალისტები უნდა ვიყოთ. ურთულესი იქნება შემდეგ ეტაპზე გასვლა, მაგრამ ინგლისში ჩავალთ და უბრალოდ ფეხბურთს ვითამაშებთ. ვეცდებით იმ ფეხბურთის ჩვენებას, რომელსაც მოითხოვს სამწვრთნელო შტაბი", – განაცხადა იარმოლენკომ.

https://fci.ge/uploads/posts/2016-02/1456380159_2336209_w2.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi