FCI.ge
FCI.ge
რებროვი: შესვენებაზე მივხვდით, რომ შეიძლება 0:5 წაგვეგო |
კიევის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი სერგეი რებროვი არ არის ბოლომდე უკმაყოფილო თავისი გუნდის გუშინდელი ასპარეზობით, რადგან უკრაინელებმა ცუდი პირველი ტაიმის შემდეგ თამაშში გარდატეხა შეიტანეს – 1:3.
"პირველ ტაიმში "მანჩესტერ სიტის" მივეცით საუკეთესო თვისებების გამოვლენის საშუალება. მივეცით ცენტრში ბურთის კონტროლის შანსი, რაც მათი თამაშის საფუძველია. მათ ასი პროცენტით გამოიყენეს ჩვენი შეცდომები.
უმაღლესი დონის გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით. "მანჩესტერ სიტიმ" დამსახურებულად გაიმარჯვა. მათი შეტევითი ხაზის სერიოზული პოტენციალი შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს.
ჩვენს რიგებში აქამდე არავის უთამაშია ფლეი–ოფში. აშკარა იყო, რომ ფეხბურთელები მინდორზე დიდი ენერგიით გავიდნენ. შესვენებაზე მივხვდით, რომ ასე შეიძლება 0:5 წაგვეგო და მერე უფრო გავიხსენით. გავიტანეთ, მაგრამ ცუდია, რომ მესამე ბურთიც გავუშვით", – განაცხადა რებროვმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.