FCI.ge
FCI.ge
პელეგრინი: ტურემ შექმნა შედეგი |
"მანჩესტერ სიტის" თავკაცმა, მანუელ პელეგრინიმ, შეაქო გუნდის კოტ'დიუვარელი ნახევარმცველი ია ია ტურე, რომელმაც გუშინდელ შეხვედრაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩილელის აზრით.
"ვგრძნობ თუ არა თავს დაკმაყოფილებულად? გარკვეულწილად. ამ მატჩში ყველაფერი ჩავდეთ და არანაერ ყურადღებას არ ვაქცევ კრიტიკას. სხვა შემთხვევაში, "ჩელსისთან" ძირითადი შემადგენლობით ვითამაშებდი, მაგრამ ძალიან ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავდა.
"დინამომ" კარგი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ჩვენ უკეთესი ვიყავით. ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება მოდუნება. ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა არ მონაკვეთად შეიძლება დავყოთ. პირველ ნაწილში გაცილებით კარგები ვიყავით და დამსახურებული ორი გოლი გავიტანეთ. ამის შემდეგ ბურთი ჩავაბარეთ "დინამოს", რაც გამოიყენეს. ამ დროს ავნერვიულდი, მაგრამ ია იამ შექმნა შედეგი.
წლიდან წლამდე ვუმატებთ. აქამდე არ გვიმართლება კენჭისყრისას, რადგან ეგრევე "ბარსელონა" გვხვდებოდა და ყველამ იცის თუ რაოდენ რთულია ამ გუნდის დამარცხება. გარდა ამისა, არბიტრები მუდამ უმცირესობაში გვტოვებდნენ. ამჯერად მინიმუმ მეოთხედფინალში გავალთ, შემდეგ კი ყველაფერი კენჭისყრასა და ჩვენს სათამაშო ფორმაზე იქნება დამოკიდებული", – განაცხადა პელეგრინიმ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.