FCI.ge
FCI.ge
სიმეონე: პსვ–ს გარკვეული უპირატესობა აქვს |
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო პაბლო სიმეონე მიიჩნევს, რომ ეს უგოლო ფრე "პსვ–ს" აძლევს უპირატესობას.
"მოთამაშეებს ვერ გააქვთ გოლი, მაგრამ ამის გამო მე ვიღებ პასუხისმგებლობას საკუთრ თავზე. გავაგრძელებ მუშაობას იმაზე, რომ გუნდმა შექმნას სახიფათო მომენტები. თუკი ასე გავაგრძელებთ, აუცილებლად გავიტანთ.
კარგად ვიმოქმედეთ დაცვაში იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც სერიოზული პრობლემების შექმნა შეეძლო კონტრშეტევებზე. როგორც გუნდმა, ვაჩვენეთ ღირსეული ფეხბურთი.
პირველ ტაიმში უკეთესნი ვიყავით, მაგრამ ვერ გავიტანეთ. კმაყოფილი ვარ ბიჭების მუშაობით მინდორზე. სერიოზულად ვავიწროვებდით პრესინგით "პსვ–ს" მცველებს. სწორედ ამის წყალობით ვქმნიდით საგოლე ეპიზოდებს. თუ ასე ვითამაშებთ საპასუხო შეხვედრაშიც, აუცილებლად გავიტანთ.
არც ისე კარგ სიტუაციაში ვართ, რადგან ფრემ შესაძლოა მეტოქე გაიყვანოს შემდეგ ეტაპზე. "პსვ" კარგი გუნდია, რომელსაც ახლა აქვს გარკვეული უპირატესობა, რადგან სტუმრად გატანილი გოლი ორის ტოლფასია.
თუმცა, ჩვენ საკუთარი ქომაგები დაგვიჭერენ მხარს და კარგი წინათგრძნობა მაქვს საპასუხო თამაშის წინ", – განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.