FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ჰერმანი: ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჩემი ოცნებაა

2-03-2016
0 კომენტარი

მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" შემტევი ნახევარმცველი პატრიკ ჰერმანი აცხადებს, რომ ძალიან უნდა ევროპის ჩემპიონატზე თამაში საფრანგეთში.

 

25 წლის ნიჭიერმა გერმანელმა მუხლის ჯვარედინა იოგები დაიზიანა გასული წლის შემოდგომაზე და ოთხი თვე გამოტოვა. ის მინდორს გასულ უქმეებზე დაუბრუნდა "აუგსბურგთან" შეხვედრაში (2:2). 

 

აღსანიშნავია, რომ პატრიკმა უარი თქვა ოპერაციაზე და კონსერვატიული გზით სცადა მომჯობინება, რამაც გამოიღო სწრაფი და იოლი შედეგი.

 

"შემოდგომაზე არ ვიცოდი სწორი გადაწყვეტილება მივიღე თუ არა. ვტიროდი კიდეც. ეს გამოჯანმრთელების პროცესი ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იყო, ზოგჯერ ჭამაც მავიწყდებოდა.

 

რა თქმა უნდა, მახსოვს ევროპის ჩემპიონატი და ტურნირისკენ ვიყურები. ევრო პირველობაზე თამაში – ჩემი ოცნებაა", – განაცხადა ჰერმანმა.

 

პატრიკს ორი მატჩი აქვს ჩატარებული გერმანიის ეროვნული ნაკრების მაისურით და თუ სურს ევრო 2016–ზე თამაში რაღაც საოცარის გაკეთება მოუწევს დარჩენილ თვეებში, რადგან კონკურენცია "ბუნდეთიმში" არანორმალურია.

https://fci.ge/uploads/posts/2016-03/1456936939_296993.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi