FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ევრო 2016-ს ზოგიერთი მატჩი შესაძლოა ფანების გარეშე ჩატარდეს

2-03-2016
1 კომენტარი

უეფამ დაადასტურა პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ევრო 2016–ზე შესაძლოა რამდენიმე მატჩი ქომაგების გარეშე ჩატარდეს.

 

2016 წლის მთავარ საფეხბურთო ფორუმამდე დარჩენილია ასი დღე და ტურნირის ორგანიზატორები უკვე სერიოზულ მზადებაში არიან. საფრანგეთში განვითარებული შარშანდელი მოვლენების გამო, უეფაში განიხილეს მაქსიმალური თავდაცვის საკითხი და მივიდნენ დასკვნამდე, რომ შესაძლოა უსაფრთხოების მიზნით თამაშები გადადონ და საერთოდ სხვა რეგიონში ჩაატარონ, საჭიროების შემთხვევაში.

 

"ნამდვილად ვმუშაობთ მოქმედებებზე, რომელიც გარკვეული ვითარების შემთხვევაში გახდება საჭირო, მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისთვის არანაერი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ არ გვაქვს ინფორმაცია.

 

მოქმედების რამდენიმე საშუალებაა, მათ შორის ნამდვილად არის თამაშების გვიან გადატანის ალტერნატივა ან გულშემატკივრების გარეშე მატჩების ჩატარება. ეს მხოლოდ ანტიტერორისტული გეგმის ნაწილია, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს.

 

ჩვენთვის თითოეული ადამიანის უსაფრთხოებაა პრიორიტეტული. გარდა ამისა, დარწმუნებულნი ვართ, რომ უსაფრთხოების ზომები საკმარისი იქნება და არ შეუშლის ხელს ტურნირის ჩატარებას. ამ ეტაპზე, საკითხის სხვა დეტალებს ვერ გავახმაურებთ", – განაცხადა მარტინ კალენმა, რომელმაც დღეს შექმნა უკუსაათი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე დარჩენილ დროს მიუთითებს.

https://fci.ge/uploads/posts/2016-03/1456937974_image.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi