FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ბრანტი ევრო 2016–ს გამოტოვებს

3-03-2016
0 კომენტარი

"ვესტ ბრომვიჩის" ვიცე–კაპიტანმა და ვინგერმა, კრის ბრანტმა, გასულ უქმეებზე ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო, რომლის გამოც გამოტოვებს ევროპის ჩემპიონატს.

 

27 თებერვალს, "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრა (3:1) ბრანტმა საკაცით დატოვა და როგორც დღეს გაირკვა, 31 წლის ჩრ.ირლანდიელმა მუხლის ჯვარედინა იოგები გაიწყვიტა.

 

აღსანიშნავია, რომ მისი ეროვნული გუნდი 30 წლის განმავლობაში პირველად მოხვდა ევრო პირველობაზე და სამწუხაროდ, ბრანტი ვერ დაეხმარება თანამემამულეებს, არადა ნაკრების რეგულარული წევრი იყო.

 

"მისთვის ოცნება დაიმსხვა. ის ვერ წარადგენს თავის ქვეყანას ევროპის ჩემპიონატზე. თანავუგრძნობ მას, როგორც თანაგუნდელი და კარგი მეგობარი. დიდი იმედი მაქვს, ის თავის დონეზე დაბრუნდება. შესაძლოა, ის რუსეთში გაემგზავროს თავის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე", – გაამხნევა პარტნიორი "ვესტ ბრომის" ვეტერანმა ცენტრალურმა მცველმა, იონას ოლსონმა.

 

კრის ბრანტს, რომელიც ამპლუით ვინგერია და ახლა მარცხენა მცველის პოზიციაზეც უწევს თამაში ტონი პიულისის გუნდში, 54 თამაში აქვს ჩატარებული ჩრ.ირლანდიის ნაკრების რიგებში.

https://fci.ge/uploads/posts/2016-03/1457008214_297056.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi