FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ლიპი: ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ზიდანი მწვრთნელი გახდებოდა

8-03-2016
9 კომენტარი

ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი მარჩელო ლიპი აცხადებს, რომ მისთვის სიურპრიზი გამოდგა ზინედინ ზიდანის მისვლა "სამეფო კლუბში" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

 

ლეგენდარულმა ფრანგმა 2016 წლის დასაწყისში შეცვალა რაფაელ ბენიტესი და დაიწყო სამწვრთნელო კარიერა. ლიპი ზიზუს ძალიან კარგად იცნობს ტურინის "იუვენტუსიდან".

 

"ვერასოდეს წარმოვიდგენდი და ვიფიქრებდი, რომ ზიდანი მწვრთნელი გახდებოდა.

 

ზოგიერთ ფეხბურეთელს, რომელთაც უთამაშიათ ჩემს გუნდებში, ეტყობოდათ, რომ სამწვრთნელო სკამი იზიდავდა. მაგალითად, დიდიე დეშამი. ზიდანი კი ნამდვილად არ იყო ასეთი მოთამაშე.

 

მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ ზიდანს შეუძლია სანტიაგო ბერნაბეუზე წარმატებით მუშაობა. ის ძალიან კარგად იცნობს უმაღლესი კლასის ფეხბურთელთა ფსიქოლოგიას. იცის როგორ გაესაუბროს მათ როგორც მარცხის, ისე მოგების შემდეგ.

 

ვფიქრობ, ჯერ ძალიან ადრეა ზინედინის შეფასება. ის გუნდში სეზონის შუაწელს მივიდა, რაც ყოველთვის რთულია. მას სჭირდება წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპი, რათა სრულფასოვნად მიიტანოს საკუთარი იდეები ფეხბურთელებამდე", – განაცხადა ლიპიმ.

https://fci.ge/uploads/posts/2016-03/1457432592_297513.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi