FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

პრევიუ: ჩელსი Vs პსჟ

9-03-2016
11 კომენტარი

ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი სათამაშო დღე იდეალურია, რადგან ორივე მატჩის ხილვაა შესაძლებელი. ჯერ "ზენიტი" დაუპირისპირდება ლისაბონის "ბენფიკას" და მოგვიანებით უკვე დაიწყება სუპერმატჩი. ორივე შეხვედრაშია ინტრიგა, მაგრამ სტემფორდზე გველოდება უაღრესად საინტერესო შეხვედრა. "ჩელსი" და "პსჟ" ეცდებიან, რომ მორიგი ულამაზესი თამაში შემოგვთავაზონ, რომელიც საკმარისად დრამატული იქნება და სამართლიანი შედეგით დასრულდება.

 

ჩელსი Vs პსჟ


ჩემპიონატიჩემპიონთა ლიგა, საპასუხო მერვედფინალური მატჩი

თარიღი23:45 საათი, 9 მარტი

სტადიონისტემფორდ ბრიჯი, ლონდონი

მთავარი მსაჯიფელიქს ბრიხი (გერმანია)

პირდაპირი ტრანსლიაციასაზოგადოებრივი მაუწყებელი; Silk სპორტ HD1

 

ლონდონის "ჩელსი" საკმაოდ კარგი განწყობით ხვდება საპასუხო შეხვედრას, თანაც "არისტოკრატებმა" არც თუ ურიგო შედეგი დააფიქსირეს პარიზში – 1:2. გუს ჰიდინგმა ინგლისის პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა და ახალ გუნდთან ერთად უკვე 12 თამაში არ წაუგია ეროვნულ ჩემპიონატში. "ჩელსიმ" ბოლო ტურებში გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა, რობერტ კენედიმ და ბერტრან ტრაორემ მიიღეს შანსები, მაგრამ ორივე მათგანმა გოლი გაიტანა. "ლურჯებმა" "პსჟ–სთან" პირველი დუელის შემდეგ, ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვეს, აქედან ორი პრემიერ ლიგაში და ერთი თასზე "მან.სიტის" ახალგაზრდებთან. გასულ უქმეებზე "ჩელსიმ" დაკარგა ქულები სტემფორდზე "სტოკთან" და ახლა მეათე ადგილზეა ინგლისის ჩემპიონატში. როგორც იქნა შევიდა ფორმაში ესპანელი გამთამაშებელი სესკ ფაბრეგასი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს მისი საუკეთესო ფორმა ნამდვილად დასჭირდება "ჩელსის". გუს ჰიდინგი ძალიან გამოცდილი და ჭკვიანი სპეციალისტია, კარგად იცნობს ამ ტურნირს. თავად ინგლისური კლუბიც საკმაოდ გამოცდილია და არაერთი რთული სიტუაცია გადაულახავს ჩემპიონთა ლიგაზე. "ჩელსის" მართლაც რთული ამოცანა აქვს, მაგრამ სტუმრად გატანილი გოლი საქმეს აიოლებს, რა თქმა უნდა, შედარებით. სამწუხაროდ, ვერ მოასწრო გამოჯანმრთელება გუნდის კაპიტანმა და დაცვის ლიდერმა, ჯონ ტერიმ, მას კვლავ აწუხებს ბარძაყის ტრავმა. ინგლისელის გარდა, კურტ ზუმა და ფალკაო არიან ლაზარეთში. გარკვეული პრობლემები აქვს დიეგო კოსტას, რომლის თამაში საეჭვოა. თუ ესპანელი ფორვარდი ვერ მოახერხებს მომჯობინებას, მის ადგილს ახალგაზრდა აფრიკელი ბერტრან ტრაორე დაიკავებს, რაც ამ ბიჭისთვის სერიოზული გამოცდა იქნება. ჰიდინგის ხელმძღვანელობით ლონდონელები საკმაოდ გახსნილ, ლაღ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ გუნდს მაინც აკლია ბელგიელი შემტევის, ედენ აზარის, ლამაზი დრიბლინგები და კარგი თამაში. კვლავ შესანიშნავ ფორმაშია ვილიანი, მაგრამ მხოლოდ ბრაზილიელი გარემარბი ვერ გახდება ვერაფერს. ოსკარისთვის მიმდინარე სეზონი ძალიან სუსტია, მაგრამ დღეს ყველამ მაქსიმუმი უნდა დადოს. იმისათვის, რომ "ჩელსიმ" მიმდინარე სეზონი გადაარჩინოს აუცილებელია წარმატება ჩემპიონთა ლიგაზე და "პსჟ–ს" გამოგდება უდავოდ დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. "არისტოკრატებს" ნამდვილად შეუძლიათ ამის გაკეთება, მაგრამ საჭიროა უმაღლესი დონის ფეხბურთის ჩვენება საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ. ჰიდინგი და მისი კოლექტივი ეცდება გადალახოს ეს საკმაოდ რთული ბარიერი.

 

"პსჟ" უკვე მთლიანად გადართულია ჩემპიონთა ლიგაზე, რადგან საფრანგეთის ჩემპიონატში საქმე არც არაფერი აქვს. პარიზელებმა თებერვლის ბოლოს შეწყვიტეს დაუმარცხებელი სერია და სტუმრად ლიონის "ოლიმპიკთან" წააგეს 1:2, თანაც სრულიად დამსახურებულად. ამის შემდეგ "პსჟ–მ" საფრანგეთის თასიდან გამოაგდო "სენტ–ეტიენი", მოუგო რა 3:1 და უგოლო ფრე გააგორა "მონპელიესთან" გასულ უქმეებზე. ლორან ბლანმა ლიდერების უმრავლესობა: ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მარკო ვერატი, ბლეზ მატუიდი, ტიაგო მოტა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაასვენა. პარიზული კლუბი აუცილებლად მოიგებს საფრანგეთის ჩემპიონატს და მათთვის უმთავრესი არის ჩემპიონთა ლიგა, სადაც უკვე დროა გუნდმა მიაღწიოს რაიმე ღირებულს. "პსჟ–სთვის" მერვედფინალში მარცხი – არ შეიძლება, ეს დიდი წარუმატებლობა იქნება ამ კლუბის ხელმძღვანელობისთვის, ამიტომ ბლანი ფრთხილად უნდა იყოს, რადგან პირველი მატჩის შედეგი იდეალური ვერ არის. ძალიან საინტერესოა თუ ვინ მოხვდება ძირითადში: ლუკას მოურა თუ ედინსონ კავანი. ურუგვაელი ფორვარდი და ზლატანი ვერაფრით ეწყობიან ერთმანეთს, ამიტომ ალბათ მაინც ბრაზილიელი იმოქმედებს ფლანგიდან და კავანი მერე დაეხმარება თავის გუნდს. საეჭვოა მარკო ვერატის თამაში, რაც ძალიან დიდი დანაკლისი იქნება. იმედია, იტალიელი საყრდენი მოახერხებს ძირითადში დაწყებას. თუ ის არ იქნება მზად, სავარაუდოდ რაბიოს მოუწევს საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება. "პსჟ–ს" არანაერი საკადრო პრობლემა არ აქვს, გუნდს მხოლოდ სერჟ ორიე ვერ დაეხმარება ცნობილი მიზეზის გამო. სავარაუდოდ, "პსჟ" იგივე შემადგენლობით ითამაშებს, რითიც პარიზში და ეცდება, რომ სტემფორდი უგოლოდ არ დატოვოს. პარიზელთა შეტევითი ხაზი იმდენად ძლიერი და მრავალფეროვანია, რომ ლორან ბლანს თავისუფლად შეუძლია აქცენტის სწრაფ გოლზე გაკეთება, შემდეგ კი კონტრშეტევებზე თამაში, რაც ამ "პსჟ–ს" იდეალურად გამოსდის. საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება იბრაჰიმოვიჩის ფაქტორი და იმედია გამოცდილი შვედი დაეხმარება თავის გუნდს. ფრანგული ფეხბურთის ერთადერთი იმედი და წარმომადგენელი სწორედ ლორან ბლანის კოლექტივია, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია. "პსჟ" ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ–ერთი ფავორიტია და დღეს ეცდება დაამტკიცოს საკუთარი ამბიციები.

 

ლონდონში ძალიან საინტერესო და დაძაბული დაპირისპირება გველოდება. "ჩელსიმ" იცის რა უნდა გააკეთოს ასეთ მომენტებში, "პსჟ" კი თავდაჯერებული და ფრთხილი უნდა იყოს. უაღრესად საინტერესო დუელი გველოდება და ფავორიტი არ არსებობს. ორი უმაღლესი დონის გუნდი უპირისპირდება ერთმანეთს, ფრანგები ალბათ უკეთეს კონდინციებში არიან, მაგრამ ეს გადამწყვეტი არ არის ასეთ დროს. მომდევნო ეტაპზე უძლიერესი გავა.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ჩელსიკურტუაასპილიკუეტა, კეჰილი, ივანოვიჩი, ბაბაფაბრეგასი, ობი მიკელივილიანი, ოსკარი, აზარიდიეგო კოსტა.

 

პსჟტრაპიმარკინიოსი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მაქსველივერატი, ტიაგო მოტა, მატუიდიმოურა, იბრაჰიმოვიჩი, დი მარია.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "პსჟ" და "ჩელსი" ზედიზედ მესამედ უპირისპირდებიან ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ფლეი–ოფში. ორივე წინა შემთხვევაში გამარჯვებულის ბედი სტუმრად გატანილმა გოლებმა გადაწყვიტეს.
  • 2013/14 წლების სეზონში, მეოთხედფინალურ სტადიაზე, ჟოზე მოურინიოს "ჩელსიმ" პირველი თამაში 1:3 წააგო პარიზში, მაგრამ შინ 2:0 იმარჯვა საოცრად დრამატულ შეხვედრაში.
  • გასულ სეზონში კი უკვე რევაშნი აიღო "პსჟ–მ" მერვედფინალში. პირველი შეხვედრა საფრანგეთში ფრედ 1:1 დასრულდა და იგივე შედეგი დაფიქსირდა სტემფორდზე. დამატებით დროში ედენ აზარის პენალტს ტიაგო სილვამ უპასუხა, საბოლოოდ 2:2 და "პსჟ" გავიდა შემდეგ ეტაპზე.
  • მანამდე, 2004/05 წლების სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს. პარიზში "ჩელსიმ" 3:0 იმარჯვა და ლონდონში უგოლო ფრე დაფიქსირდა.
  • "ჩელსის" შვიდი საშინაო თამაშიდან ფრანგული კლუბების წინააღმდეგ არცერთი არ წაუგია და ხუთჯერ შეინახა კარი მშრალად.
  • ლონდონელებმა უკვე დაამარცხეს ლორან ბლანის ერთი გუნდი საკუთარ მოედანზე – 2008/09 წლების სეზონში, "ჩელსიმ" 4:0 გაანადგურა შინ "ბორდო".
  • "ჩელსი" ეცდება, რომ ბოლო ექვსი სეზონის განმავლობაში მეოთხედ გავიდეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში და ბოლო ათი სეზონის მანძილზე მეშვიდედ.
  • "ლურჯებმა" 13–ჯერ წააგეს პირველი გასვლითი თამაში და რვაჯერ მოახერხეს შემდეგ ეტაპზე გასვლა. "ჩელსისთვის" უჩვეულო არ არის სტემფორდზე სიტუაციების გარდატეხა.
  • ლორან ბლანის გუნდი ზედიზედ მეოთხე მეთოხედფინალურ ეტაპს უმიზნებს, სადაც მუდამ მარცხდება.
  • პარიზულ კლუბს ინგლისში არასოდეს მოუპოვებია გამარჯვება: სამი ფრე და სამი მარცხი.
  • "პსჟ–მ" 15–დან 11 დუელი დაასრულა თავის სასარგებლოდ, რომლის პირველი შეხვედრაც შინ მოიგო.
  • დავიდ ლუისი კიდევ ერთხელ დაბრუნდება სტემფორდ ბრიჯზე, სადაც დიდებული სამწელიწად–ნახევარი გაატარა და ყველაფერი მოიგო "ჩელსისთან" ერთად. თუმცა, გასულ სეზონში, გაუტანა გოლი ლონდონში "ლურჯებს" და აღნიშნა კიდეც, მაგრამ იმ ბურთის ფასი იმდენად დიდი იყო, რომ ვერ შეიკავა თავი.
  • "ჩელსის" რიგებში არავინ არის დისკვალიფიკაციის ზღვარზე, "პსჟ–ს" კი ასეთი ოთხი ფეხბურთელი ჰყავს: ორიე, დავიდ ლუისი, ვერატი და იბრაჰიმოვიჩი.

 

წინასამატჩო კომენტარები:

ვილიანი: ""ჩელსის" ფეხბურთელების ესმით რომ დიდი მატჩი გველის წინ და უნდა ვანახოთ ჩვენი კლასი. რთული იქნება, მაგრამ შეგვიძლია მოგება. საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და უფრო თავდაჯერებულები ვიქნებით. ვიმეორებ, რომ წინ რთული მატჩი გველოდება, მაგრამ "ჩელსის" შეუძლია გამარჯვების მოპოვება.

 

ასეთ შეხვედრებში შანსები ყოველთვის 50–50–ზეა. პირველივე წუთებიდან უნდა გამოვთქვათ პრეტენზია მოგებაზე. ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან რთულია, რადგან ბევრი ძლიერი გუნდია ტურნირზე. პირველ რიგში, მხოლოდ მომდევნო შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ".

 

ლუკას მოურა: "ყველამ იცის, რომ ამ თამაშს სულმოუთმენლად ველით. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია "პსჟ–სთვის" ამ სეზონში. "მონპიელესთან" შეხვედრაში არ ვიყავით საუკეთესო ფორმაში, ვერ ვაჩვენეთ საუკეთესო ფეხბურთი, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. საფრანგეთის ჩემპიონატში "მონაკოს" 23 ქულით ვუსწრებთ, ამიტომ უმთავრესი "ჩელსის" დამარცხებაა.

 

ვილიანი საუკეთესო ფორმაშია და ვფიქრობ, რომ სწორედ ის არის ახლა "ჩელსის" საუკეთესო მოთამაშე. თუმცა, ლონდონელთა შემადგენლობაში ისეთი დიდებული ფეხბურთელები არიან, როგორებიც ედენ აზარი, სესკი და პედრო არიან. მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ვერ ავიყვანთ".

 

გუს ჰიდინგი: "ყოველთვის კარგია, როდესაც ევროტურნირზე სტუმრად გაქვ გატანილი გოლი, მაგრამ დიდად არ აადვილებს საქმეს. ეს იქნება ორი დიდი ევროპული გუნდის დაპირისპირება და მთელი ევროპა დიდ სიამოვნებას მიიღებს.

 

რა თქმა უნდა, "ჩელსი" თავის დროზე გამეტებით ცდილობდა ჩემპიონთა ლიგის მოგება და ახლა ასეთ სიტუაციაში იმყოფებიან პარიზელები. მათ დიდებული გუნდის შენება დაიწყეს და ახლა უკვე სრულყოფილად ადგანან სწორ გზას, რადგან ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კოლექტივი ორგანიზებულ გუნდად იქცა. იმედი მაქვს, ისინი თავის მიზანს მიაღწევენ.

 

დიეგო კოსტა მწყობრშია. მას რაღაც პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა. მან პრემიერ ლიგაში უკვე დაიბრუნა საგოლე განწყობა და იმედია ევროპაშიც გამოიჩენს თავს. პედროც მზად არის. კარგად ივარჯიშა გუშინ და დაუბრუნდა შემადგენლობას".

 

ლორან ბლანი: "უნდა დავაკვირდეთ ვერატის მდგომარეობას. ახლა არ ვარ დარწმუნებული, რომ ძირითად შემადგენლობაში იქნება. არამგონია, რომ წინა ორი სეზონის თამაშებმა რაიმე გავლენა მოახდინონ ამ მატჩზე. ვფიქრობ, ყველა თამაშს განსხვავებული ისტორია აქვს.

 

ფრთხილად უნდა ვიყოთ. გვაქვს უპირატესობა, რაც მნიშვნელოვანია. უნდა შევეგუოთ "ჩელსის" სათამაშო სტილს, რაც დიდი გამოწვევაა ჩვენთვის. პირველად ვერ გავცდით ლონდონელებს, მაგრამ გასულ სეზონში ათი კაცით დავამარცხეთ ისინი. მენტალურად სწორად უნდა მივუდგეთ საქმეს და გვჯეროდეს იმის, რასაც მინდორზე გავაკეთებთ.

 

მათ ბევრი კარგი ფეხბუეთელი ჰყავთ, რომლებიც სახიფათონი არიან დრიბლინგების დროს სისწრაფის გამო. ერთ–ერთი ასეთია ვილიანი, რომელიც იდეალურ ფორმაშია და არც ედენ აზარი უნდა დავივიწყოთ. როდესაც ამ მოთამაშეებს აძლევ სივრცეს, ძალიან ირთულებ საქმეს.

 

პირველი შეხვედრის პირველი ოცი წუთი ძალიან კარგი იყო, რადგან ხაზი მაღლა იყო. თუმცა, ახლა იგივეს გაკეთება რისკი იქნება, რადგან "ჩელსი" სხვა განწყობით გავა მინდორზე. ძალიან რთული იქნება ბრძოლა, მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგაა".

 

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირები

ფეხბურთელი გუნდი გოლი პენალტით
1 კრიშტიანო რონალდო რეალი  13 2
რობერტ ლევანდოვსკი  ბაიერნი 
ტომას მიულერი  ბაიერნი 
არტიომ ძიუბა  ზენიტი 
ლუის სუარესი ბარსელონა 

 

https://fci.ge/uploads/posts/2016-03/1457504730_2340428_w2.jpg

როგორ ფიქრობთ, ამჯერადაც სტუმრად გატანილი გოლი გადაწყვეტს გამარჯვებულის ვინაობას?

მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi