FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

პრევიუ: მანჩესტერ სიტი Vs მანჩესტერ იუნაიტედი

20-03-2016
19 კომენტარი

დღეს ინგლისურ ფეხბურთში დიდი დღეა – მანჩესტერული დერბის დღეა, როდესაც ქალაქი ორ ნაწილად იყოფა: ცის და სისხლის ფერად, გამარჯვებული კი ამჯერად ეტიჰადზე გამოვლინდება "ცისფრების" მცირე უპირატესობის ფონზე. ეს დერბი ძალიან მნიშვნელოვანია ორივე გუნდისთვის და უბრალოდ ეს მანჩესტერული დერბია, რომელიც მუდამ საინტერესოა და მნიშვნელოვანი.

 

მანჩესტერ სიტი Vs მანჩესტერ იუნაიტედი

 

ჩემპიონატი: ინგლისის პრემიერ ლიგა, XXXI ტური

თარიღი: 20:00 საათი, 20 მარტი

სტადიონი: ეტიჰადი, მანჩესტერი

მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი

პირდაპირი ტრანსლიაცია: Silk სპორტ HD1

 

"მანჩესტერ სიტიმ" უკვე დაკარგა ჩემპიონობის შანსები და ახლა იბრძვის იმისათვის, რომ საერთოდ ოთხეულს მიღმა არ დარჩეს. თუმცა, მანუელ პელეგრინის გუნდი უდავოდ კარგ განწყობაზეა. პირველ რიგში, გუნდმა მოიგო ინგლისის ლიგის თასი და ეს ერთმნიშვნელოვნად დადებითი ფაქტორია. გარდა ამისა, "მან.სიტი" ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე, მაგრამ ამ შუაკვირას საკმაოდ უღიმღამო თამაში აჩვენა საკუთარ კედლებში კიევის "დინამოსთან". შესაძლოა, მანჩესტერელებმა იფიქრეს საქმე მომთავრებული გვაქვს და დროა ვიფიქროთ დერბიზეო, მაშინ მოვიდა დერბის დღეც და აბა ვნახოთ...ლიგის თასის მოგების შემდეგ, "მან.სიტიმ" პრემიერ ლიგაში ჩაატარა "ლივერპულთან" მატჩი და ენფილდზე განადგურდა – 0:3. ამას მოჰყვა "ასტონ ვილას" განადგურება შინ რაც დიდი საქმე ნამდვილად არ არის და წინა ტურში "სიტიმ" კვლავ დაკარგა ქულები, თანაც სტუმრად აუტსაიდერ "ნორვიჩთან". ბოლო ორი თამაში პელეგრინის გუნდმა ძალიან სუსტად ჩაატარა, უჩვეულოდ ცოტა მომენტი შექმნა და უგოლო ფრეს დასჯერდა. ეს ძალიან უცნაურია, რადგან პელეგრინის გუნდმა ზედიზედ ორი უგოლო ფრე როდის ითამაშა ბოლოს ნამდვილად რთული გასახსენებელია. ახლა "მან.სიტი" 51 ქულით მეოთხე ადგილზეა და გუშინ გადაურჩა ამ პოზიციის დაკარგვას. მათ საბედნიეროდ "ვესტ ჰემმა" დაკარგა უპირატესობა სტემფორდზე და ვერ მოიგო. შესაბამისად, თუ "ცისფრები" დღეს სამ ქულას აიღებენ მკვეთრად გაიმუჯობესებენ მდგომარეობას ცხრილში და ფაქტიურად ჩამოიშორებენ "მან.იუნაიტედს", რომელიც ახლა ოთხი ქულით უკანაა. "მანჩესტერ სიტიმ" სამშაბათს კიდევ ერთხელ დაკარგა კაპიტანი ვინსენ კომპანი. ბელგიელს კუნთის ტრავმა ტანჯავს და კვლავ მოუწევს დაახლოებით ერთი თვის გამოტოვება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პელეგრინის კვლავ სერიოზული პრობლემები აქვს დაცვაში. საბედნიეროდ, ნიკოლას ოტამენდის დაზიანება არ აღმოჩნდა სერიოზული და არგენტინელი დღეს ძირითადში იქნება. სამწუხაროდ, კვლავ ვერ ეხმარებიან თავის გუნდს ფაბიან დელფი და რაც მთავარია კევინ დე ბრუნი. ბელგიელის დამტვრევის შემდეგ, "სიტის" შეტევითი პოტენციალი მკვეთრად დაეცა, რაც პირველ რიგში, დავიდ სილვას პასიურობის ბრალია. ესპანელი გამთამაშებელი აშკარად ვერ არის ოპტიმალურ ფორმაში. ამ ეტაპზე "სიტის" ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი ალბათ ბრაზილიელი საყრდენი ფერნანდინიოა, რომელიც ლიგის თასის ფინალშიც ძალიან კარგი იყო და საკმაოდ დიდ სამუშაოს ასრულებს მინდორზე. გარდა ამისა, ნელ–ნელა უმატებს ია ია ტურე და მისი კარგი ფორმა ყოველთვის უპირატესობაა "მან.სიტისთვის". თუმცა, დღეს ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული სერხიო აგუეროზე, რომელიც დაბრუნების შემდეგ მხოლოდ სუსტ გუნდებს უტანს. დროა არგენტინელმა საუკეთესო ფორმა აკრიფოს, რადგან "სიტის" სეზონის თამაშები ელოდება აპრილის დასაწყისში "პსჟ–სთან" და დრო ბევრი ნამდვილად არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერელთა შეტევითი ხაზი ძალიან საშიშად გამოიყურება, სინამდვილეში არც სტერლინგი, არც სილვა, არც ნავასი, არც ტურე და არც აგუერო არ იმყოფებიან იდეალურ ფორმაში. ეს კი აისახება გუნდის შედეგებზე და პირველ რიგში თამაშზე. დროა მანუელ პელეგრინიმ გამოასწოროს რაღაც და დერბი ამისათვის საუკეთესო მომენტია.

 

კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაში იმყოფება "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელსაც ადამიანი "ფანტაზია" ხელმძღვანელობს. ლუი ვან გაალი კრიტიკულ სიტუაციაში აბსოლუტურად წყდება რეალობას და ქმნის თავის სამყაროს, სადაც "მან.იუნაიტედი" თითქმის ყველა თამაშში კარგია, ქმნის ბევრ მომენტს, მაგრამ გუნდზე გავლენას ახდენს ის ფაქტი, რომ მოსამზადებლად აქვთ ცოტა დრო. ჟურნალისტებისთვის ჰოლანდიელთან ურთიერთობა ალბათ სახალისოა, მაგრამ "წითელი ეშმაკების" გულშემატკივრები ნამდვილად ვერ იქნებიან კმაყოფილნი. თუმცა, ვან გაალი მაინც ვან გაალი, დიდებული სპეციალისტია და იცის საჭირო, მნიშვნელოვანი გამარჯვებების მოპოვება. ბოლო ოთხი მატჩიდან სხვადასხვა ტურნირზე "იუნაიტედმა" ვერცერთი ვერ მოიგო. პრემიერ ლიგაში სენსაციურად დამარცხდა "ვესტ ბრომვიჩთან" სტუმრად და იმ შეხვედრის მერე ვან გაალმა ისეთი კომენტარი გააკეთა ხუან მატას გაძევებაზე, რომ ყველა გააოცა და თანაც ცოტათი გაამხიარულა. ამას მოჰყვა ევროპის ლიგიდან გამოვარდნა, თანაც სრულიად დამსახურებულად წააგო "ლივერპულთან" მანჩესტერულმა გრანდმა და ფრედ "ვესტ ჰემთან" ასოციაციის თასის მეოთხედფინალში. მანკუნიანელები მუდამ თავად ირთულებენ საქმეს და უკვე მარკუს რეშფორდიც ვეღარ შველის საქმეს. კარგი იქნებოდა, რომ ვან გაალმა ყოველი ახალი კვირა დაიწყოს რომელიმე ახალი ტალანტის გამოჩენით. ჯერ მარსიალის დებიუტი იყო შთამბეჭდავი, შემდეგ რეშფორდის და ახლაც ასეთი ვინმეა საჭიროა, რადგან ჩემპიონატის დასრულებამდე ბევრი აღარ არის დარჩენილი. ამ ეტაპზე "მან.იუნაიტედს" აკლია სტაბილურობა, ორგანიზებულობა და თავდაჯერება. ერთადერთი ენტონი მარსიალია ძალიან კარგი, რომელიც ბევრს შრომობს, ქმნის და რაც ყველაზე მთავარია, მთელ გულსა და სულს დებს მინდორზე. საკმაოდ ბევრს ცდილობს ჯესი ლინგარდიც, მაგრამ ბევრი არაფერი გამოსდის ბოლო შეხვედრებში. გუნდს დაუბრუნდა გამოცდილი გერმანელი საყრდენი ბასტიან შვაინშტაიგერი, მაგრამ ის რამდენად კარგ ფორმაშია, ამის თქმა ძალიან რთულია. ვან გაალს კვლავ ბევრი პრობლემა აქვს დაცვაში, რადგან ფილ ჯონსი, ლუკ შოუ, ეშლი იანგი და უეინ რუნი ისევ ტრავმირებულნი არიან. საინტერესოა როგორ დააკომპლექტებს ნახევარადცვის ცენტრს ჰოლანდიელი სპეციალისტი. ბოლო პერიოდში ის იშვიათად ენდობა მორგან შნეიდერლინს, მაგრამ ფრანგი საყრდენი მარუან ფელაინს მაინც ჯობია. სათუთია ანდერ ერერას მდგომარეობა, არადა ესპანელი ალბათ ყველაზე კარგ ფორმაშია ახლა. ვნახოთ საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ვან გაალი, რომლისთვისაც ეს დერბი შესაძლოა გადამწყვეტიც გამოდგეს. "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთადერთი შანსი, რომ მოხვდეს ჩემპიონთა ლიგაზე არის – ოთხეული, დღეს მარცხი კი შვიდი ქულით დააშორებს "წითელ ეშმაკებს" მიზნამდე, რაც საკმაოდ სერიოზული ჩამორჩენა იქნება. შესაბამისად, "წითლები" დღეს იბრძოლობენ ისე, როგორც არასდროს.

 

ეტიჰადზე სუპერდერბის მოლოდინში ვართ, რომელიც წესით სანახაობრივი და ძალიან დაძაბული უნდა გამოდგეს. ოლდ ტრაფორდზე უგოლო ფრის შემდეგ ახლა დროა ვიხილოთ ნამდვილი ზეიმი ეტიჰადზე.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

მანჩესტერ სიტი: ჰარტი – სანია, ოტამენდი, დემიჩელისი, კოლაროვი – ფერნანდო, ფერნანდინიო – სილვა, ტურე, სტერლინგი – აგუერო.

 

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა – დარმიანი, სმოლინგი, ბლინდი, როხო – ფელაინი, შვაინშტაიგერი – ლინგარდი, მატა, მარსიალი – რეშფორდი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • სერხიო კუნ აგუერომ შვიდ მანჩესტერულ დერბიში შვიდი გოლის გატანა მოახერხა პრემიერ ლიგაში.
  • "მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლო რვა გასვლითი მატჩიდან, ინგლისის ჩემპიონატში, მხოლოდ ერთი მოიგო (1მ, 3ფ და 4წ).
  • ბოლო ექვსი მანჩესტერული დერბიდან, ინგლისის პრემიერ ლიგაში, ოთხი მოიგო "სიტიმ" და მხოლოდ ერთი "იუნაიტედმა".
  • აგუეროზე მეტი გოლი "წითელი ეშმაკების" კარში პრემიერ ლიგის ეგიდით მხოლოდ ხუთ ფეხბურთელს აქვს გატანილი (ლეს ფერდინანდი, ტიერი ანრი, სტივენ ჯერარდი და რობი ვაულერი – რვა; ალან შირერი – ათი).
  • აგუეროს ერთი გოლი სჭირდება იმისათვის, რომ მანჩესტერული დერბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ უეინ რუნის დაეწიოს. თუმცა, რუნის 16 დერბი დასჭირდა რვა გოლის გასატანად, ხოლო არგენტინელმა შესაძლოა ეს რვა შეხვედრაში მოახერხოს.
  • ეტიჰადზე აგუერომ ბოლო რვა შეხვედრაში 11 გოლის გატანა მოახერხა, პრემიერ ლიგის ეგიდით.
  • მანუელ პელეგრინი შესაძლოა გახდეს "მან.სიტის" ერთადერთი სპეციალისტი, რომელიც პრემიერ ლიგაში მოიგებს ოთხ მანჩესტერულ დერბის. მთლიანად ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში კი, ბოლო "სიტის" თავკაცი, რომელმაც მოიგო ოთხი დერბი ჯოი მერკერი იყო, რომელმაც ეს 1970 წელს გააკეთა.

 

წინასამატჩო კომენტარები:

მანუელ პელეგრინი: "არ არის ჩემი საქმე და არ ვარ ვალდებული ვიცოდე რა ხდება "მან.იუნაიტედის" თავს, მის მწვრთნელსა და ფანებს შორის. ერთი რამ ვიცი ზუსტად – გველოდება მატჩი ძლიერ გუნდთან, რომელსაც მდიდარი ისტორია აქვს. გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მოვიპოვოთ გამარჯვება. ეს იქნება ექვსქულიანი დაპირისპირება, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ რომ ამ დერბის შემდეგ კიდევ 21 ქულაა სასწორზე".

 

ლუი ვან გაალი: ""მან.სიტისა და "მან.იუნაიტედს" შორის უკვე არის სხვაობა. გარდა ამისა, ჩვენს შორისაა "ვესტ ჰემი", რომელიც გვისწრებს. ასე, რომ საქმე მხოლოდ ქალაქელებს არ ეხებათ. შვიდი ქულა – ნამეტანი იქნება. სინამდვილეში, ჩვენი მიზანი მესამე ადგილის დაკავებაა, რადგან გასულ სეზონში მეოთხეები ვიყავით და გვინდა, რომ ყოველწლიურად მოვუმატოთ. თუმცა, ჯერ ვერ ვართ ახლოს მიზანთან, რადგან რაღაც–რაღაც ფაქტორები გვიშლიან ხელს".

 

ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირები

ფეხბურთელი გუნდი გოლი პენალტით
1 ჯეიმი ვარდი ლესტერი 19 4
2 ჰარი კეინი ტოტენჰემი 19 5
3 რომელუ ლუკაკუ ევერტონი 18 1
4 რიად მაჰრეზი ლესტერი 16 4
5 სერხიო აგუერო მანჩესტერ სიტი 16 1

https://fci.ge/uploads/posts/2016-03/1458457539_previu-manchester-siti-vs-manchester-iunaitedi.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi