FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

რუი ვიტორია: იმედი გვაქვს, რომ ლისაბონში გავიტანთ

6-04-2016
2 კომენტარი

ლისაბონის "ბენფიკას" მთავარი მწვრთნელი რუი ვიტორია ძალიან კმაყოფილია თავისი გუნდის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრით მიუნხენ არენაზე, რომელიც მისმა გუნდმა მინიმალური ანგარიშით წააგო – 0:1.

 

"ვამაყობ, როგორც მთავარი მწვრთნელი. იმედი მაქვს, რომ და ლუჟზე გულშემატკივრები სწორედ ისე მხურვალე დაგვიჭერენ მხარს, როგორც აქ, მიუნხენში.

 

ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა. ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით. აქ შესანიშნავად ვითამაშეთ. რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ვარ შედეგით, მაგრამ ჩვენი ფილოსოფიის ერთგულნი დავრჩით და კარგად ვიმოქმედეთ. 

 

ვფიქრობ, რომ სწრაფმა გოლმა "ბაიერნზე" ცუდი გავლენა მოახდინა, რადგან ზედმეტი თავდაჯერებულობა შემატა. ჩვენ კი ძალიან ბევრი პრობლემა შევუქმენით მეტოქეს და გოლსაც კი ვიმსახურებდით. 

 

ჯერ არაფერია დაკარგული. "ბაიერნის" ქომაგები ალბათ ფიქრობდნენ, რომ მათი გუნდი უფრო მეტს გაიტანდა და უფრო დიდი ანგარიშით მოიგებდა. ახლა კი იმედი გვაქვს, რომ ლისაბონში გავიტანთ, რადგან ეს აუცილებელია", – განაცხადა ვიტორიამ.

https://fci.ge/uploads/posts/2016-04/1459926206_300201.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi