FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

გვარდიოლა: კმაყოფილი ვარ თამაშით

6-04-2016
1 კომენტარი

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა დადებითად აფასებს თავისი გუნდის გუშინდელ თამაშს მიუნხენში ლისაბონის "ბენფიკას" წინააღმდეგ – 1:0.

 

"ძალიან რთული თამაში იყო, მაგრამ ბედნიერი ვარ ჩვენი გამოსვლით. ვიცი, რომ "ბენფიკა" ძალიან მაღალი დონის გუნდია და ამიტომაც ვარ კმაყოფილი. დიიდ კომპლიმენტი ჩემს გუნდს.

 

რიბერი ექსტრაორდინალური იყო ამ საღამოს. ვიდალიც ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომელსაც დიდებული ხასიათი აქვს და ეს კარგად გამოავლინა ბოლო ერთი თვის განმავლობაში.

 

მეოთხედინალურ სტადიაზე ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია მეორე თამაში, რომელიც ლისაბონში გაიმართება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ ვითამაშებთ სტუმრად. "ბენფიკას" არაერთი მატჩი ვნახე ბოლო პერიოდში და ისინი ძალიან ძლიერები არიან, აქაც თავისუფლად შეეძლოთ გამარჯვების მოპოვება.

 

ნამდვილად არ ვიყავი გაოცებული მათი კარგი თამაშით. თუმცა, ჩვენ რეალურად კარგი შანსები გვქონდა უფრო მეტი გოლის გასატანად. რა თქმა უნდა, ლისაბონში ორი–სამი გოლის გატანა და მოგება გვინდა. აქ ფავორიტები არ არსებობენ და ყველაფერი პორტუგალიაში გადაწყდება", – განაცხადა პეპ გვარდიოლამ.

https://fci.ge/uploads/posts/2016-04/1459926476_2349565_w2.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi