FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ანჩელოტი: არ გამოვრიცხავ, რომ რეალი დღეს დატოვებს ჩემპიონთა ლიგას

12-04-2016
1 კომენტარი

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა, კარლო ანჩელოტიმ, შეაფასა თავისი ყოფილი კლუბის შანსები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასასვლელად.

 

მადრიდის "რეალმა" პირველი მეოთხედფინალური შეხვედრა სტუმრად 0:2 წააგო "ვოლფსბურგთან" და მიუხედავად ამისა, ბევრი მაინც დარწმუნებულია "რეალის" წარმატებაში, რასაც ვერ ვიტყვით ანჩელოტიზე.

 

"ზიდანი ასეთ მომენტებს საფეხბურთო კარიერის დროს განიცდიდა და მშვენივრად იცის თუ როგორ უნდა დააღწიოს თავი იმ დიდ ზეწოლას, რომელიც გუნდზე ხორციელდება.

 

ვფიქრობ, რომ "რეალს" საკმარისი კლასი აქვს ნახევარფინალში გასასვლელად. ეს გუნდი დაკომპლექტებულია საუკეთესო ფეხბურთელებით, რომლებმაც იციან ასეთ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცნენ. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, "რეალს" რთული შეხვედრა ელოდება.

 

პირველ მატჩში "ვოლფსბურგი" ძალიან კარგად იცავდა თავს და ბრწყინვალე კონტრშეტევებს ანხორციელებდა. რთულია დღევანდელი შეხვედრის შედეგის პროგნოზირება, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ "რეალი" გაცდება გერმანელებს, რადგან მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნახევარფინალში მოხვედრა.

 

ფეხბურთში ყველაფერია შესაძლებელი. არ გამოვრიცხავ, რომ "რეალი" ჩემპიონთა ლიგას დღევანდელი თამაშის შემდეგ გამოეთიშოს. სპორტში ერთმა მარცხმა შესაძლოა ძალიან დიდი გავლენა იქონიოს. ფეხბურთში არაფერია უეჭველი, გამოკვეთილი. ვფიქრობ, "რეალს" საკმარისი დრო აქვს სეზონის წარმატებით დასასრულებლად", – განაცხადა ანჩელოტიმ.

https://fci.ge/uploads/posts/2016-04/1460449953_300758.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi