FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

არსენალს კანტე სჭირდება

12-04-2016
3 კომენტარი

"ლესტერ სიტის" შესანიშნავი ჩამშლელი ნახევარმცველი ნ'გოლო კანტე ლონდონის "არსენალის" ინტერესის ქვეშ მოექცა.

 

ბრიტანული გამოცემის, "The Times"-ს ექსპერტმა, ჰენრი ვინთერმა განაცხადა, რომ "მეთოფეები" სერიოზულად აკვირდებიან 25 წლის ფრანგს, რომელიც საოცარ სეზონს ატარებს პრემიერ ლიგაში.

 

კანტე 2015 წლის ზაფხულში გადაბარგდა კინგ ფაუერზე "ნანტიდან" და 35 მატჩი ჩაატარა ინგლისის ჩემპიონატის ლიდერის რიგებში. ნ'გოლოს თამაშით დიდიე დეშამიც მოიხიბლა, რომელმაც პირველად მისცა მას შანსი მარტის ბოლოს და კანტემ დებიუტი ეროვნულ ნაკრებში გოლით აღნიშნა.

 

"არსენალის" მთავარი მიზანი ამ ზაფხულს ნახევარდაცვის ცენტრის გაძლიერება იქნება. არსენ ვენგერს ორი ვარიანტი აქვს: შვეიცარიელი გრანიტ ჯაკა და უკვე ნ'გოლო კანტე.

 

"მეთოფეები" აპირებენ, რომ ამ სეზონის შემდეგ გაუშვან გადაბერებული საყრდენები: ტომაშ როსიცკი, მიკელ არტეტა და მეტიუ ფლამინი.

https://fci.ge/uploads/posts/2016-04/1460461260_300770.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi