FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

რონალდო: ნახევარფინალში ბენფიკასთან მსურს შეხვედრა

13-04-2016
36 კომენტარი

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო აცხადებს, რომ ძალიან სურს პორტუგალიურ კლუბთან დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.

 

კრიშტიანომ გუშინ ჰეთ–რიქი გაიფორმა სანტიაგო ბერნაბეუზე "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ და გაიყვანა თავისი გუნდი მომდევნო ეტაპზე.

 

რაც შეეხება ლისაბონის "ბენფიკას", რომელიც თავის დროზე რონალდოს "სპორტინგის" მთავარი მეტოქე იყო, დღეს მიიღებს მიუნხენის "ბაიერნს", რომელთანაც პირველი თამაში სტუმრად 0:1 წააგო.

 

""ატლეტიკო" თუ "ბარსელონა"? რთულია არჩევანის გაკეთება. "ატლეტიკო" კარგად თამაშობს დაცვაში, მათთვის გოლის გატანა რთულია. "ბარსელონა" – ერთ–ერთი საუკეთესო გუნდია ევროპაში. მე კი მინდა, რომ პორტუგალიურ გუნდს შევხვდეთ – "ბენფიკას".

 

ფეხბურთი სავსეა სიურპრიზებით. დავამარცხეთ "ბარსელონა" სტუმრად, მაგრამ წავაგეთ პირველი შეხვედრა "ვოლფსბურგთან". არავინ ელოდა, რომ "სიტი" გავიდოდა ნახევარფინალში. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

 

ჩემპიონატში ერთი კვირის წინ "რეალი" 12 ქულით ჩამორჩებოდა პირველ ადგილს, ახლა კი ეს სხვაობა მხოლოდ ოთხ ქულას შეადგენს", – განაცხადა კრიშტიანომ.

https://fci.ge/uploads/posts/2016-04/1460522790_2352323_w2.jpg
მწვანე ზონა

უკან1 2 წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi