FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

რუი ვიტორია: ბენფიკამ მთელ ევროპას დაანახა თავისი ძალა

14-04-2016
0 კომენტარი

ლისაბონის "ბენფიკას" მთავარი მწვრთნელი რუი ვიტორია ამაყობს თავისი გუნდის ღირსეული ასპარეზობით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ – 2:3.

 

"გამარჯვების მოპოვება გვინდოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვერ გავაკეთეთ ეს, მაინც ბევრი პოზიტივია. ორი დიდებული მატჩი ჩავატარეთ მსოფლიოში ერთ–ერთი უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ. ბოლო წუთებამდ ვიბრძოლეთ და გვჯეროდა საკუთარი ფეხბურთის.

 

ვწუხვარ, რომ გამოვვარდით ტურნირიდან, მაგრამ ბედნიერი ვარ ჩემი მოთამაშეების გამო. მათ იდეალურად იმუშავეს საკმაოდ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. ფანებმა ეს ყველაფერი იდეალურად მიიღეს და დაგვიფასეს.

 

"ბენფიკამ" მთელს ევროპას დაანახა თავისი ძალა. მიუნხენში 5 ათას კაციანი ქომაგობის შემდეგ სტადიონი ლისაბონში შეივსო. ქომაგები ჩვენს გვერდით დადგდნენ და შექმნეს დიდი განსხვავება.

 

რა თქმა უნდა, გვინდოდა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გაგრძელება. თუმცა, ერთ–ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ ღირსეულად და ახლა უნდა დავუბრუნდეთ სეზონის დარჩენილ მატჩებს. იმედი მაქვს, მომავალში ბევრი ასეთი ევროპული საღამო გველის", – განაცხადა რუი ვიტორიამ.

https://fci.ge/uploads/posts/2016-04/1460612138_2352963_w2.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi