FCI.ge
FCI.ge
მიულერი: ვერდერმა გაგვირთულა ცხოვრება |
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა, ტომას მიულერმა, შეაფასა ბრემენის "ვერდერთან" მოპოვებული გამარჯვება გერმანიის თასის ნახევარფინალში.
"რეკორდმაისტერს" გაუჭირდა საკუთარ მოედანზე, მაგრამ მაინც იმარჯვა მიულერის დუბლით.
"გავიმარჯვეთ ანგარიშით 2:0 და გავაკეთეთ ის, რაც გვინდოდა. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მიუნხენის "ბაიერნი" გავიდა გერმანიის თასის ფინალში.
ვფიქრობ, რომ ზედმეტად ბევრი შეცდომა დავუშვით და ბევრი არაზუსტი გადაცემა გავაკეთეთ. "ვერდერმა" გაგვირთულა ცხოვრება, მაგრამ მიანც უკეთ ვთამაშობდით", – განაცხადა მიულერმა.
აღსანიშნავია, რომ "ვერდერის" კარში გატანილი გოლი 25 წლის გერმანელისთვის 150–ე გამოდგა "ბაიერნის" მაისურით და ტომასი მხოლოდ მეხუთე ფეხბურთელია გერმანული გრანდის ისტორიაში, ვინც გადააბიჯა 150 ბურთიან ზღვარს როლანდ ვოლფარტის (155), რეინერ ოლჰაუზერის (208), კარლ–ეინც რუმენიგესა (218) და გერდ მიულერის (573) შემდეგ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.