FCI.ge
FCI.ge
გვარდიოლა: ბაიერნს მშვენიერი ფინალი ელის ბერლინში |
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა კმაყოფილია თავისი გუნდის წარმატებით გერმანიის თასზე.
გუშინ, ნახევარფინალურ ეტაპზე, "რეკორდმაისტერმა" შინ 2:0 დაამარცხა ბრემენის "ვერდერი" ტომას მიულერის დუბლით და მოიპოვა ბერლინის საგზური.
"რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ, რადგან ჩვენ გველის მშვენიერი ფინალი ბერლინში.
"ვერდერმა" გერმანიის თასიდან "მ.ბორუსია" და "ბაიერი" გამოაგდო, ამიტომ ვიცოდით, რომ ჭკვიანი მეტოქე გვყავდა. ვცდილობდით მაქსიმალურად აგრესიულად მოქმედებას და საკმარისი მომენტები შევქმენით უფრო მეტი გოლის გასატანადაც", – განაცხადა პეპმა.
"ბაიერნის" მეტოქის ვინაობა ფინალისთვის დღეს გაირკვევა ბერლინში, სადაც "ჰერტა" და დორტმუნდის "ბორუსია" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.