FCI.ge
FCI.ge
ბენიტესი: სამწუხაროა, რომ ვერ მოვახერხეთ მეორე გოლის გატანა |
"ნიუკასლის" მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა, შეაფასა თავისი გუნდის გუშინდელი შეხვედრა "მანჩესტერ სიტისთან" სენტ–ჯეიმს პარკზე.
გადადებული მატჩი "ჯორდებმა" საკმაოდ კარგად ჩაატარეს და ერთი ქულა მოიპოვეს ვურონ ანიტას მშვენიერი გოლის წყალობით, მაგრამ კვლავ ბოლოსწინა ადგილზე არიან პრემიერ ლიგაში.
"ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი მოთამაშეების რეაგირებით. ისინი იბრძოდნენ ემოციების ფონზე, საოცრად მოტივირებულები იყვნენ და ფანებთან ერთად იბრძოდნენ.
მატჩი ძალიან კარგი გამოვიდა, იმდენადაც, რომ სამწუხაროა, მეორე გოლის გატანა რომ ვერ მოვახერხეთ. როდესაც თამაშობ "მან.სიტის" წინააღმდეგ, ელი უარესს. მათთან ურთიერთშეხვედრებში საკმაოდ ცუდი სტატისტიკა გვაქვს. ყველა ამბობს, რომ გოლი გავუშვით თამაშგარედან, მაგრამ მე არ მინახავს ის ეპიზოდი განმეორებით.
საჭიროა, რომ ბიჭებმა ასეთი იმედით იბრძოლონ და ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი დარჩენილ შეხვედრებში", – განაცხადა ბენიტესმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.