FCI.ge
FCI.ge
ნოიერმა გაახანგრძლივა |
მიუნხენის "ბაიერნის" გოლკიპერმა, მანუელ ნოიერმა, ახალი კონტრაქტი გააფორმა თავის კლუბთან.
30 წლის გერმანელმა მეკარემ, რომელიც "რეკორდმაისტერის" და გერმანიის ეროვნული ნაკრების უცვლელი პირველი ნომერია, მოქმედი ხელშეკრულება ორი წლით გაახანგრძლივა და უკვე 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება ალიანს არენაზე.
შეგახსენებთ, რომ ნოიერი მიუნხენის "ბაიერნმა" 2011 წლის ზაფხულში დაიმატა 28 მილიონ ევროდ გელზენკინხენის "შალკედან" და მანუ მაქედან მოყოლებული მიუნხენელთა ძირითადი მეკარეა.
ნოიერმა "ბაიერნის" მაისურით 248 თამაში ჩაატარა და უკვე ყველაფერი მოიგო ამ უნიკალურ გუნდთან ერთად.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.