FCI.ge
FCI.ge
შტილერმა ბოდიში მოიხადა |
გერმანიის თასის გუშინდელი ნახევარფინალური შეხვედრის მთავარმა მსაჯმა, ტობიას შტილერმა, საჯაროდ მოიხადა ბოდიში თავისი შეცდომის გამო.
ალიანს არენაზე მიუნხენის "ბაიერნმა" 2:0 დაამარცხა ბრემენის "ვერდერი". მეორე გოლი "რეკორდმაისტერმა" გაიტანა პენალტით, რომელიც არტურო ვიდალმა გამოსტყუა მსაჯს.
ჩილელმა საყრდენმა ნახევარმცველმა ისე კარგად გააფორმა ეპიზოდი, რომ შტილერმა ეგრევე მიუთითა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ, მაგრამ ახლა ამის გამო ბოდიში მოუხადა "ვერდერს".
"ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. კარგ პოზიციაში ვიყავი, დავინახე ეპიზოდი და მეგონა, რომ კონტაქტი იყო, მაგრამ შევცდი. ვწუხვარ ამის გამო", – განაცხადა შტილერმა.
აღსანიშნავია, რომ თამაშის შემდეგ პენალტის უსამართლობა აღიარეს მიუნხენელებმაც: ტომას მიულერმა, პეპ გვარდიოლამ და კარლ–ეინც რუმენიგემ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.