FCI.ge
FCI.ge
გრიზმანი: ატლეტიკო ბოლომდე იბრძოლებს |
მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი მიიჩნევს, რომ მის გუნდს გაუჭირდება სეზონის დასკვნით ფაზაში.
"როხიბლანკო" ახლა ორ ტურნირზე აგრძელებს ბრძოლას: ესპანეთის ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში. ასე, რომ "ატლეტიკოს" სერიოზული ბრძოლა მოუწევს.
"დარწმუნებულნი ვართ საკუთარ ძალებში, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე სასწაული ჩავიდინეთ და ვიბრძვით ჩემპიონობისთვის. "ატლეტიკო" აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებს. რთული იქნება, მაგრამ ბიჭები ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყვნენ და მინდორზე მაქსიმუმი დადონ.
ვაფასებ ქომაგების პატივისცემას, რომლებიც ხშირად მღერიან ჩემზე და მე მადლობას აპლოდისმენტებითა და კარგი თამაშით ვუხდი. ისინი ჩემი მოტივაციის წყარო არიან, მიყვარს "ატლეტიკო"", – განაცხადა ფრანგმა შემტევმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.