FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ჩიჩარიტო: ბაიერში მაქვს ყველაფერი, რასაც ვეძებდი

26-04-2016
1 კომენტარი

ლევერკუზენის "ბაიერის" მექსიკელმა თავდამსხმელმა, ხავიერ ერნანდესმა, ისაუბრა თავის სამომავლო გეგმებზე და განაცხადა, რომ კმაყოფილია "ფარმაცეპტების" რიგებში თამაშით.

 

"გასულ ზაფხულს ჩემით "იუვენტუსი", "ინტერი", "მილანი", "ლაციო" და "რომა" ინტერესდებოდნენ, მაგრამ ლევერკუზენის "ბაიერი" ავირჩიე, რადგან გუნდი თამაშობდა ჩემპიონთა ლიგაზე და დამარწმუნა, რომ მათ ვჭირდებოდი. სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ კლუბი ჩემი სახით რეალურ ძალას ხედავს შეტევითი პოტენციალის გასაძლიერებლად.

 

"ფარმაცეპტებთან" 2018 წლამდე გავაფორმე კონტრაქტი და ახლა "ბაიერში" მაქვს ყველაფერი, რასაც ვეძებდი: ასპარეზობა ძლიერ ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე, აგრეთვე ღირსეული ანაზღაურება.

 

შემეძლო თუ არა იტალიაში გადასვლა? სერია ა – მაღალი დონის ტურნირია, ამიტომ სამომავლოდ ამ ვარიანტს არ გამოვრიცხავდი. ბოლო სამი წლის განმავლობაში სამ სხვადასხვა ქვეყანაში ვითამაშე, ამიტომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს", – განაცხადა ჩიჩამ.

 

27 წლის მექსიკელმა მიმდინარე სეზონში სულ 38 მატჩი ჩაატარა "ბაიერის" მაისურით და 26 გოლის გატანა მოახერხა.

https://fci.ge/uploads/posts/2016-04/1461676223_302059.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi