FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

კანტონა:ფეხბურთი რომ არა მე უკვე დიდი ხანია აღმოვჩნდებოდი ციხეში

1-05-2016
16 კომენტარი

ერიკ კანტონა დინების წინააღმდეგ მცურავი,ქარიზმატული,შეუკავებელი,სამართლიანი და დიდებული. მისი საქციელები და გამონათქვამები თავის დროზე შოკში აგდებდა ფეხბურთის სამყაროს. მისი გაუტეხავი ხასიათისა და განუმეორებელი თამაშის წყალობით მას დაერქვა მეფე ერიკი! მოდით გავიხსენოთ ფრანგი მეფის ყველაზე ცნობილი ვულგარული საქციელები და გამონათქვამები.


ერიკი ადრეული ასაკიდან გამორჩეოდა ძლიერი ბუნებითა და ლიდერობით, სიმაღლე და ბუნებრივი სიძლიერე ხელს უწყობდა უფროს კლასელებთაბ ჩხუბში. კანტონა იგონებს: მე ვიყავი გაურკვევლობაში ჩემში იყო დიდი მათემატიკოსის ნიჭი მაგრამ მე ქუჩა ავირჩიე, დავდიოდი ადგილობრივ კრიმინალებთან ვაკითხავდი ბოქსიორთა კლუბებს, ადრევე დავიწყე გართობა ქალებთან ურთიერთობა დასალევის დალევა მე ადვილად შემეძლო ქვესკნელში ჩავარდნილიყავი მაგრამ ფეხბურთმა გადამარჩინა ის ჩემთვის გახდა არა უბრალოდ სპორტის სახეობა არამედ ცხოვრების აზრი, ფეხბურთი რომ არა მე უკვე დიდი ხანია აღმოვჩნდებოდი ციხეში...


ოსერის ახალგაზრდულ გუნდში გამოსვლის პერიოდში მნიშვნელოვანი მატჩის წინ მეგობრის დაბადების დღეზე ადგილობრივ ბარში კანტონა მაგრად დათვრა და დაბოლდა საღამო კი გრანდიოზული ჩხუბით დაამთავრა, ერიკი შეუჩერებელი იყო მოჩხუბარს თავი გაუტეხა არც თვითონ დარჩენილა ისე მეორე დღეს დაზიანებებით და სილურჯეებით უკვე საფეხბურთო მოედანზე იყო შეუჩერებელი, გაიტანა 3 გოლი და მოახერხა ეჩხუბა ტრიბუნის ქვეშეთში.


მომავალი მარსელის მოთამაშე მოსკოვის ტორპედოს თამაშისას იყო გაგიჟებული შეცვლის გამო ''ვინ გაბედა მეფე ერიკის შეცვლა'' გაგიჟებულმა კანტონამ მოიხია მაისური და ესროლა მსაჯს რომელმაც შენიშვნის მიცემა გაუბედა მეფეს. ამ ''მეფური'' საქციელის გამო 1 თვიანი დისკვალიფიკაციის გარდა დააჯარიმეს დიდი თანხითაც. ამ ყველაფერს მეფე არ გაუჩერებია, რაღაც ხნის მერე ჩემპიონატის კალენდარული მატჩის დროს მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებთაგან რეგულარულად ფეხებში რტყმისას იმდენად უკმაყოფილო იყო მსაჯის უმოქმედობით რომ მთელი ძალით ბურთი გაარტყა, ვირი უწოდა და უთხრა მსაჯობა კი არა ცხვრის ნდობა არ შეიცლება შენთვისო. წნეხის ქვეშ ის არ შეცვლილა და ერიკს კიდევ დიდ ხნიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.ამის მერე''ცელქი ბიჭის'' გაყიდვა გადაწყვიტეს მარსელში.


როცა კანტონა გადავიდა ინგლისსში ამყველაფერს ბოლო წლების ყველაზე უაზრო ტრანსფერი დაარქვეს. კარგმა გამოსვლებმა განაპირობა ჭეშმარიტად მეფური გადასვლა მანჩესტერში. სკანდალისტებს არ ეგონათ რომ იგი ტოპ კლუბში ათამაშდებოდა მაგრამ პრემიერლიგის ერთერთი საუკეთესო გამოდგა კანტონასა და წითელი ეშმაკების ალიანსი. ბრძენმა ფერგიუსონმა შეძლო და კარგად გათვალა ყველაფერი, მოუძებნა გასაღები და ადგილი კაბალურ ფრანგს. ერიკი ბევრს იტანდა ბევრშ იგებდა და გუნდის სული გახდა გულშემატკივრებს იგი შეუყვარდათ. შარფი იხსენებს რომ მანჩესტერში წესად იყო ახალ ფეხბურთელზე გახუმრება მერე დაცინვა მაგრამ გამჭოლ მზერიანი ფრანგის შემხედვარე ვერც ერთმა ვერ გაბედა ამის გაკეთება.


ბუნებრივია რომ მან ინგლისში განაგრძო თავისი ვულგარული საქმიანობა, ერთ ერთ მატჩში მან მცველს ცხვირში თითი შეთხარა და უთხრა: თუ არ მორჩები გამობმული ძაღლივით ჩემს უკან დევნას და ფეხებში რტყმას პირდაპირ საფეხბურთო მოედანძე გაგისისხლავ მაგ ძაღლის ცხვირს. ცალკეულ და ხანგძლივ განსახილველ თემად არის ინციდენტი კანტონასა და ინგლისელი ფეხბურთის ხულიგან ვინნი ჯონსის ინგლისსში ცნობილი როგორც ''ფსიხების ბანდის ბელადი'' (ცნობილი ფეხბურთელი და მსახიობი VINNIE JONES) პირველ ტაიმში რამოდენიმეჯერ უხეშად ეთამაშა,ერთ ერთ ეპიზოდში კი სასწაულებრივად მოცელა მოწინააღმდეგე და კინაღამ დაასახიჩრა. კანტონა იხსენებს - მატჩის მერე მოვიდა და მითხრა: ძალიან ბევრს აქტიურობდი იქ რაღაც ფინთებს მიკეთებდი დარბოდი მე რეაგირება უნდა მომეხდინა და გამესამართლებინა ეს ყველაფერი ნუ გეწყინება ბებერო ეს ინგლისური ფეხბურთია არაფერი პირადული. ერთი წლის მერე კანტონამ აღიარა:არც მე ვარ ანგელოზი მაგრამ ჯონსი ფეხბურთის სიბოროტის და ბოღმის სიმბოლოა მაგრამ ფეხბურთს და სექსს ბევრი საერთო აქვს, თუ ვერ გაუძელი 90 წუთი გამარჯვებული ვერ იქნები.

 

კანტონას კარიერა სამწუხაროდ ნაკრებში იყო ძალიან ხანმოკლე, მიზეზი ისევ თავის ფეთქებადი ხასიათი იყო. თავის დროზე იჩხუბა საფრანგეთის მთავარ მწვრთნელთან ანრი მიშელთან, ჟურნალისტებმა რამდენი ილაპარაკეს ამ კომფლიქტის ირგვლივ რამდენი აღარ ქექეს და ბოლოს ასეთი ვერსია გაახმაურეს: დამარცხების შემდეგ გაბრაზებულმა ერიკმა მწვრთნელს ნეხვის ტომარა და სუსტი ადამიანი უწოდა. უსურვა კარგი საღამო გაეტარებინა დ ე დ ა მო**** საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად. ამის შემდეგ ეროვნული ნაკრების კარები მისთვის დაიკეტა. როცა კითხეს ვინ არის საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი თუ მიშელ პლატინი მან უპასუხა: მე, ერიკ კანტონა. ერთერთი ყველაზე ცნობილი და ფეხბურთთან წინააღმდეგობაში მყოფი საქციელი ევროპულ ფეხბურთის ისტორიაში რათქმაუნდა მეფე ერიკის განთქმული კუნფუ არის როცა გაველურებული თავს დაესხა კრისტალ პალასის გულშემატკივარს. ეს ინციდენტი დიდი ხანი ყველაზე განხილვადი თემა იყო რადიო და ტელევიზორის ყუთებში, საზოგადოება გაოგნებული იყო კანტონა უკვე ყველა ჩარჩოს გასცდა. საბოლოოდ ერიკს დისკვალიფიკაცია და იმდროისთვის რეკორდული თანხით ჯარიმა დააკისრეს. როცა ბოდიშის დრო მოვიდა სასჯელი რომ შეემსუბუქებინა მეფე ერიკი ხალხის-პრესის ზეწოლისდამიუხედავად შეუდრეკელად და თავის თავის ერთგულად დარჩა: მე ბოდიშს ვიხდი ჩემი პარტნიორების წინაშე გუნდში,მწვრთნელების წინაშე, გულშემატკივართა და ტელეეკრანებთან მჯდომთა წინაშე. ბოლოსკენ კი მინდა ბოდიში მოვუხადო ბორდელის ბ ო ზ ს რომელთანაც გასული ღამე გავატარე.


ერიკ კანტონა უნიკალური და გამოჩენილი პერსონაჟია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ვისი დიდებული თამაში და ხულიგნური საქციელები ყოველთვის დარჩება მილიონობით გულებში. ჩვენ არასდროს არ დაგივიწყებთ დიდებულო, განსაკუთრებულო და შეუდრეკელო მეფე ერიკ!

 


 

https://fci.ge/uploads/posts/2016-05/1462128668_eric-cantona.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi