FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ინგლისში!

3-05-2016
17 კომენტარი

ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სპორტია. მას ყველგან უყურებენ, ყველა კონტინენტზე, ყველა კუნძულზე, ნახევარკუნძულზე. რატომ უყვარს ხალხს ეს სპორტი ასე ძალიან? ამ კითხვას პასუხი დღეს კიდევ ერთხელ გაეცა. დავიწყოთ იქიდან , რომ ფეხბურთი დიდ ბრიტანეთში, კერძოდ კი ინგლისში გამოიგონეს. ინგლისი დღემდე ამ სპორტის სამშობლოდ ითვლება.ერთადერთი ქვეყანაა სადაც რანგით მესამე ჩემპიონატშიც კი სტადიონები თითქმის ყოველთვის ივსება. ინგლისი არის ადგილი, სადაც ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს, ბავშვები ჯერ კიდევ აკვნიდან სწავლობენ საკუთარი გუნდის სიყვარულს, ასევე მოსისხლე მტრების სიძულვილს. იქ ხომ ამ სპორტის სიყვარული სისხლში აქვთ გამჯდარი. შემდგომ ეს ბავშვები იზრდებიან და აგრძელებენ მათი წინამორბედების გზას. ამ ქვეყანაში ყოველწლიურად ხდება სენსაციები, აქ ბოლო ადგილოსანი ჩემპიონს უგებს და ეს არავის უკვირს, აქ ჩემპიონს ოთხეულიც კი არ აქვს გარანტირებული. ტარდება უამრავი დერბი, არსებობს უამრავი გუნდი რომლებიც ერთმანეთის მოსისხლე მტრებად ითვლებიან. ეს ყველაფერი ალამაზებს ჩვენ საყვარელ სპორტს.

დღეს განვითარებული მოვლენები საშუალებას არ მოგვცემს რომ არ შევეხოთ ინგლისური კლუბების დაუვიწყარ მომენტებს. ალბათ აჯობებს უახლოესი ისტორია გავიხსენოთ, ყველა თაობის ადამიანს რომ დააინტერესოს. 1999 წელს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ნამდვილი სასწაულია მოახდინა. მოიგო მატჩი, რომელშიც ფაქტობრივად სახიფათო მომენტიც კი არ შეუქმნია. მოგებაც არის და მოგებაც, მოიგო და მერე როგორ. მატჩის 90 წუთზე 1-0 აგებდა მიუხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ. მატჩის დამატებულ დროში კი საჯარიმოში 2 ჩაწოდებული ბურთით 2 გოლი გაიტანეს და თასს დაეუფლნენ. ასეთი რამ ნამდვილად იშვიათად ხდება. ინგლისურმა სულისკვეთებამ ბაიერნი დააარცხა! მანჩესტერის ქუჩები იმ ღამითვე გაივსო ალკოჰოლით გაჟღენთილი ინგლისელებით. მთელი ქალაქი ზეიმობდა. რაც შეეხება კამპ ნოუზე მოხვედრილ იუნაიტედის გულშემატკივარს, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ რომ იმ წამებს მათ ვერაფერი დაავიწყებს. რას გრძნობდნენ მეორე გოლის შემდეგ? ჩვენ ამას ვერ გეტყვით, თავად უნდა ჰკითხოთ...

 


სადაც ბარსელონას ფინალი გავიხსენეთ, იქ უბრალოდ არ შეიძლება 2005 წელს სტამბულში ჩატარებული ფინალი გამოვტოვოთ. ერთმანეთს "ლივერპული" და იტალიური "მილანი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრის პირველივე წუთზე ლეგენდალურმა პაულო მალდინიმ ანგარიში გახსნა. იმავე ტაიმში კრესპომ ორი ბურთი გაქვითა და ინგლისელები შოკში ჩააგდო. სწორედ ამ დროს იჩინა ინგლისურმა ხასიათმა თავი,-მაშინაც კი, როდესაც მათი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველივე ტაიმში გამანადგურებელი ანგარიშით აგებდა, ლივერპულის ფანები ლეგენდალურ ''You will never walk alone''-ს მღეროდნენ. მეორე ტაიმში, სტივი ჯის ბიჭებმა ისეთი რამ გააკეთეს, 2005 წლის 25 მაისი მთლიან იტალიას გლოვის დღედ გამოაცხადებინეს. მერსესაიდელთა ქამ-ბექი სულ რაღაც 6 წუთში. 54 წუთზე ზემოთხსენებულმა სტივენ ჯერარდმა გაქვითა ერთი ბურთი და უმალვე მოუწოდა გულშემატკივარს გააქტიურებისკენ. სიმართლე უნდა ითქვას, შესვენების შემდეგ ლივერპულის ფანებს აღარ უმღერიათ, მეორე ტაიმს დაძაბულები უყურებდნენ. სწორედ ამიტომ გააკეთა ეს ჯერარდმა. ეს იყო ინგლისური სისხლის ყივილი. 56 წუთზე სმისერმა შორეული დარტით სხვაობა ერთ ბურთამდე დაიყვანა.ზუსტად 4 წუთში კი ალონსომ თავისივე აცილებულ პენალტს დაამატა და ლივერპულის ისტორიაში ყველაზე დიდი ასოებით ჩაწერა საკუთარი სახელი... ის მატჩი მერსესაიდელებმა მოიგეს პენალტების სერიაში. ალბათ ისეთი რამ აღარასდროს მოხდება... ის იყო სასწაული რომელიც ინგლისური ხასიათის დამსახურებით მოხდა.მატჩის შემდეგ წითლების ლეგენდალურმა რვიანმა განაცხადა, შესვენების დროს რაფა ბენიტესის გარდა ყველა ჩუმად იყო და ჩვენი გულშემატკივრების ნამღერს ვუსმენდითო...

 


აუცილებლად უნდა გავიხსენოთ 2012 წლის ფინალიც. ''ალიანს არენაზე'' ერთმანეთს ლონდონის "ჩელსი" და მიუხენის "ბაიერნი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრის 83 წუთამდე აღსანიშნავი არაფერი მომხდარა. "რუხი მგლები" სრულ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს. 83 წუთზე ტომას მიულერმა თავური დარტყმით პეტერ ჩეხის კარის აღება მოახერხა. ბავარიელები საკუთარ სტადიონზე, საკუთარ ქალაქში ზეიმისთვის მოემზადნენ. მათთვის ეს ყველაზე ტკბილი ღამე უნდა ყოფილიყო მიუხენის "ბაიერნის" ისტორიაში. მაგრამ ინგლისურ კლუბთან არასდროს უნდა იზეიმო მსაჯის სასტვენამდე. ბრიტანალები არ დანებდნენ, დიდიე დროგბას თავური და 1-1... მიუხენი შოკშია.. იმ ღამეს ლონდონელებმა უამრავი ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღეს. მაგრამ არ დანებდნენ და გამარჯვება მოიპოვეს. მათაც პენალტების სერიაში, გადამწყვეტი დარტყმა ფინალების მეფედ წოდებულმა დროგბამ შეასრულა და მიუნხენის "ბავარიას" ზეიმი ჯოჯოხეთად უქცია. ჩელსი ჩემპიონი გახდა, ისტორიაში პირველად.უნდა აღინიშნოს პეტერ ჩეხის თამაში, რომელმაც 6 პენალტიდან , ყველა (!) კუთხე გამოიცნო და 3 მოიგერია, რომ აღარაფერი ვთქვათ მატჩის მსვლელობისას გაკეთებულ უამრავ სეივზე....

 


ამრიგად, ინგლისელებისთვის სასწაულის ჩადენა უცხო რომ არ არის ბევრჯერ დამტკიცდა. ეს მხოლოდ სამი მაგალითი იყო, 3 გამორჩეული მაგალითი, თუმცა კიდე უამრავის გახსენება შეიძლება... "ჩემპიონთა ლიგის" ფინალში თამაშისას ფუფუნება ინგლისელებს აღარ აქვთ, რადგან ევროასპარესზე გამოსვლა მათთვის პრობლემად იქცა, თუმცა ესეც დროებითია, ისინი მალე მოვლენ გონს და დაბრუნებიან ევროსარბიელზე. ამ დროის განმავლობასი, არ იფიქროთ რომ ინგლისში ფეხბურთი კვდება.-პირიქით, სასწაულები და სენსაციები უფრო და უფრო ხშირად ხდება. რათქმაუნდა არა ევროტურნირზე, ამჯერად შიდა ჩემპიონატში.

დღეს ისტორიული ფაქტის მომსწრე გავხდი. ეს ისტორია 1 მატჩში არ დაწერილია, ეს ისტორია იწერებოდა 2015 წლის აგვისტოდან დღემდე. ლესტერ სიტი ინგლისის პრემიერ ლიგის გამარჯვებული გახდა. დიახ, ეს სიმართლეა. ყველას დრო გვჭირდება ამის გასაანალიზებლად, მაგრამ ფაქტი სახეზეა. გუნდი, რომლის შემადგენლობის ღირებულებაც სულ რაღაც 24 მილიონს შეადგენს, გახდა ინგლისის ჩემპიონი. გუნდი, რომელმაც წინა სეზონში ჩემპიონატში დარჩენა აღნიშნა, (ბოლო 9 თამაშიდან 7 მოიგო), დღეს პირველ ადგილს იკავებს და მისი დამწევი არავინ არის! საერთოდ არავინ...რა შეიძლება ამას ეწოდოს? განმეორდება ასეთი რამ ოდესმე? პრემიერ ლიგაში რომ წლებია უკვე სრული საგიჟეთია, ახალი არავისთვის არის, მაგრამ 17 ადგილოსანი გუნდის გაჩემპიონება? ძმების გრიმების ზღაპარი უფრო მარტივი დასაჯერებელია, თუმცა მაგ ზღაპრის დაჯერებას აჯობებს რეალობას თვალი გავუსწოროთ. არასრულ 36 ტურში 'მელიებმა' ოქროს მედალი მოიპოვეს.

ამ ყველაფრის თავი და თავი კი კლაუდიო რანიერი გახლავთ. ის 2015 წლის ზაფხულში მოვიდა და ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კლაუიდომ ხო ფარერების კუნძულებთან წააგო როცა საბერძნეთს წვრთნიდა...როგორ შეიძლებოდა ასე გარისკვა? პრესა კითხვებს არ წყვეტდა... თუმცა რანიერიმ თავისი საქმე ისე შეასრულა, სეზონის დასაწყისში რომ ვერავინ წარმოიდგენდა. იტალიელი სპეციალისტი მოსვლის დღიდანვე გაიძახოდა, 40 ქულა და წვეულებას მოვაწყობო. მისი თავმდაბლური კომენტარები კი ყოველთვის გამოსარჩევი იყო პრეს-კონფერენციების დროს, აი ასე უნდა იქცეოდეს ნამდვილი პროფესიონალი.40 ქულა, ეს იყო და ეს... .

 

მოვლენები კი სულ სხვანაირად წარიმართა. "მელიებმა" არანორმალური ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინეს, მთელი სეზონის განმავლობაში თავგანწირვით იბრძოლეს, თავდაუზოგავად იშრომეს და შედეგიც დადეს. ნახევარ მილიონად ნაყიდი რიად მაჰრეზი წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა...

 


ჯეიმის ვარდის კი უკვე 22 გოლი დაუგროვდა. ვარდი სულ რაღაც 5 წლის წინ სამოყვარულო ლიგაში თამაშობდა ინგლისის ერთ-ერთ კლუბში. მისთვის ფეხბურთი მხოლოდ ''ფართ-თაიმ'' სამუშაო იყო. დღეს მსოფლიოში ყველაზე განხილვადი ფეხბურთელია მაჰრეზთან ერთად.

 


საერთოდ კი, ამ გუნდის თითოეულმა ფეხბურთელმა თავდაუზოგავად იშრომა, გამოვარჩიე ვარდი და მაჰრეზი ,რადგან ისინი გუნდის უპირობო ლიდერებად ითვლებიან. ეს არ ნიშნავს რომ უნდა დავივიწყოთ წლის საუკეთესო ნახევარმცველი ნ'გოლო კანტე, რომელიც 2 წლის წინ საფრანგეთის ლიგა 2-ში გამოდიოდა. ის ნახევარდაცვის ლიდერად მოგვევლინა, ფუტკარივით შრომობდა თითოეულ მატჩში და არქივში ყველაზე მეტი ართმევაც ჩაიწერა. საერთოდ, მისი თამაშს მხოლოდ სტატისტიკის გამო არავინ აქვს, მან ყველა საჭირო თვისება გამოამჟღავნა რაც ნამდვილ ჩემპიონს ჭირდება. სხვა დანარჩენის გამორჩევა კი უბრალოდ შეუძლებელია.

 

სხვათაშორის, 36 ტურში ლესტერი "მანჩესტერს" ესტუმრა "ოლდ ტრაფორდზე" და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონი ხდებოდა. სწორედ ამიტომ, "იუნაიტედის" ყოფილმა კიპერმა, პიტერ შმეიხელმა განაცხადა, რომ მანჩესტერი ძალიან მიყვარს და ყოველთვის ვგულშემატკივრობ, მაგრამ დღეს ჩემი შვილისკენ უნდა დავრჩეო. ის მატჩი 1-1 დასრულდა, მარსიალმა და მორგანმა გოლები გაცვალეს. ამან მხოლოდ 1 დღით გადადო ლესტერის ჩემპიონობა. დღეს "სტემფორდ ბრიჯზე" "არისტოკრატებმა" "ტოტენჰემს" უმასპინძლეს. "ჩელსისთვის" ერთი დიდი მნიშვნელობა ნამდვილად არ ჰქონია ამ მატჩს. ცხრილში ისინი ბევრს ვერაფერს შეცვლიდნენ, მაშინ როდესაც "დეზებს' აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდათ რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა გაეგრძელებინათ. თუმცა როგორც გითხარით ეს ინგლისია. არასოდეს, არასოდეს მოხდება რომ მსგავს სიტუაციაში ერთი ქალაქის გუნდი თანაქალაქელ გუნდს დაეხმაროს. "არისტოკრატებმა" არაფერი დაუთმეს თავიანთ მოსისხლე მტერს. "ტოტენჰემი" 2-0-ს პირველ ტაიმში იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში კეჰილისა და აზარის შესანიშნავი გოლების წყალობით ლურჯებმა მელიები გააჩემპიონეს. ინგლისური ხასიათი კი აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა. მეორე გაშვებული გოლის შემდეგ, "ტოტენჰემი" მდგომარეობიდან გამოვიდა და სპორტი "შეცვალა." არც "ჩელსიმ" დათმო რამე, მოკლედ ერთმანეთს კარგად "დაცხეს." საბოლოოდ, ყველასთვის გასაკვირად, მოედანი ვადაზე ადრე არავის დაუტოვებია, თუმცა მსაჯმა ტოტენჰემის 9 ფეხბურთელი გააფრთხილა. ისე კი უნდა ითქვას, რომ "დეზებს" შესანიშნავი სეზონი აქვს წელს, მიუხედავად დღევანდელი წარუმატებლობისა, ისინი მეორე ადგილს დაიკავებენ და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე შეუერთდებიან.

"ძმები გრიმების" (მაჰრეზი და ვარდი) ზღაპარი ინგლისურ "საგიჟეთში" კარგად დასრულდა. მთელი დღის განმავლობაში ლესტერის ქუჩები სავსე იყო. ხალხი ზეიმობდა, აქებდნენ და უმღეროდნენ საკუთარ გუნდს. მათ ეს ნამდვილად დაიმსახურეს.. "დილი დილი დონ" ! ლესტერი ჩემპიონია, ისინი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ და მათ პირველ კალათაში განამწესებენ. რა იქნება ამის შემდეგ? ამაზე ფიქრისთვის ლესტერში არავის სცალია, მათ უნდა იზეიმონ. დიახ, უნდა დატკბენ იმით რაც დღეს მოხდა. ამის სრული უფლება აქვთ.

ეს არის ინგლისი, ქვეყანა სადაც ფეხბურთით ცხოვრობენ, ქვეყანა სადაც არასდროს ნებდებიან. ეს არის ქვეყანა, სადაც ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს, სადაც ფავორიტი არ არსებობს და სადაც ბრძოლა სასტვენამდე მიმდინარეობს, როგორი ანგარიშიც არ უნდა იყოს. (ხშირად სასტვენის მერეც...)

"ლესტერ სიტის" ზღაპარი არასდროს დაგავავიწყდება. ასეთი რამ არასდროს მომხდარა და ალბათ უახლოეს ასწლეულშიც არ მოხდება.ამას მოვუყვებით შვილებს, შვილიშვილებს და გადავცემთ მომავალ თაობას. ჩვენ, ფეხბურთის ფანები უბრალოდ ბედნიერები უნდა ვიყოთ რომ ამას მოვესწარით. მადლობა კლაუდიო რანიერის, მადლობა ლესტერის მთლიან შემადგენლობას ასეთი დაუვიწყარი სეზონისთვის. მივესალმოთ ინგლისის პრემიერ ლიგის ახალ ჩემპიონებს- ლ ე ს ტ ე რ ს ი ტ ი ს!

 

https://fci.ge/uploads/posts/2016-05/1462265997_leicester-captain-wes-morgan.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi