FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ჩიჩარიტო MLS-ში წასვლას გეგმავს?

6-05-2016
2 კომენტარი

ლევერკუზენის 'ბაიერის' 27 წლის შემტევი, ხავიერ ერნანდესი საქებარ სიტყვებს არ იშურებს ამერიკული საფეხბურთო ლიგის, ''MLS''-მიმართ. მისი თქმით, მალე ეს ჩემპიონატი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება. თავად ჩიჩარიტოს ეს არ უთქვამს, მაგრამ ჟურნალისტები უკვე ალაპარაკდნენ მის შესაძლო წასვლაზე შორეულ კონტინენტზე.

'ვფიქრობ, MLS მომავალში ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატი იქნება. ქვეყანა, ხალხი, კულტურა, სპორტი... მათ ყველაფერი აქვთ რომ ამას მიაღწიონ. სწორედ ამიტომ არის რომ ჩვენ უკვე ვხედავთ ბევრ დიდ მოთამაშეს ამერიკაში წასულს. არა მხოლოდ იმიტომ რომ კარიერა დაასრულონ, არამედ იმიტომ რომ ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნება მიიღონ.'

'მომავალი ყველაფერს გვანახებს, მაგრამ ფაქტია, რომ მათ შეუძლიათ ტოპ ჩემპიონატი შექმნან.'


ამ სეზონში ხავიერმა ბუნდელიგის 27 მატჩში 17 გოლი გატანა შეძლო და დაეხმარა გერმანულ კლუბს მესამე ადგილის დაკავებაში, რაც 'ჩემპიონთა ლიგის' საგზურის მომტანია. 'ჩემპიონთა ლიგაზე' მას 5 გოლი დაუგროვდა, ხოლო გერმანიის თასზე კი 4-ჯერ გამოიჩინა თავი.

'აქ საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე და ბევრი რამ ვისწავლე. პირადად ჩემთვის, ჩემი პირველი გოლი და ბოლო გოლი რომელიც კვირას გავიტანე, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. პირველი გოლი ჩემი სადებიუტო იყო,ხოლო კვირას გატანილმა ბურთმა კი ჩემპიონთა ლიგის ზონაში დაგვაბრუნა. ამ სეზონში იყო მომენტები როცა ბუნდესლიგაში მესამე ადგილის დაკავება პრაქტიკულად შეუძლებელი ჩანდა, თუმცა დავამტკიცეთ რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია.სწორედ ამიტომ იყო განსაკუთრებული ეს ყველაფერი.'-ციტირებს ხავიერის სიტყვებს. 'Goal.com'


https://fci.ge/uploads/posts/2016-04/1461676223_302059.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi