FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

პრევიუ: რეალი Vs ატლეტიკო

28-05-2016
26 კომენტარი

ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა დადგა დღე, რომელსაც სრულიად მთელი საფეხბურთო სამყარო მოუთმენლად ელოდებოდა. დღეს გაიმართება 2015/16 სეზონის ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ფინალი, სადაც მადრიდული დერბი შედგება. ეს ორივე გუნდისთვის ერთადერთი შანსია, რათა სეზონი უტიტულოდ არ დაასრულონ. ეს არის მატჩი, სადაც დაძაბულობა პიკს აღწევს, სადაც თითოეული წამი ბრძოლისთვისაა განკუთვნილი, სადაც ფეხურთელები ცდილობენ, რომ სეზონის საუკეთესო თამაში ჩაატარონ და მოიპოვონ ყველაზე პრესტიჟული ჯილდო.

რეალი Vs ატლეტიკო

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგა, ფინალი
თარიღი: 22:45 საათი, 28 მაისი
სტადიონი: სან სირო, მილანი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
პირდაპირი ტრანსლაცია: საზოგადოებრივი მაუწყებელი

საინტერესო ფაქტები:
"რეალი" და "ატლეტიკო" უკვე მეორედ შეხვდებიან ჩემპიონთა ლიგის ფინალში უკანასკნელი სამი სეზონის განმავლობაში.
2014 წლის ფინალში, "რეალმა" სასწაული ქამბექი შემოგვთავაზა და დამატებით დროში 4-1 სძლია "როხი ბლანკოს".
მადრიდული დერბი წინა სეზონშიც შედგა ჩემპიონთა ლიგის მასშტაბით, სადაც 1/4 ფინალში რეალმა მინიმალური ანგარიშით, 1-0 იმარჯვა ორი მატჩის ჯამში.
დიეგო სიმეონე: "მხოლოდ მოგება იქნება ჩემთვის მისაღები".
ზინედინ ზიდანი: "ჩემი ბიჭები ყველაფერს დადებენ მოედანზე".

სავარაუდო შემადგენლობები:
რეალი: ნავასი - კარვახალი, პეპე, რამოსი, მარსელო - კაზემეირო, კროოსი, მოდრიჩი - რონალდუ, ბეილი, ბენზემა.

ატლეტიკო: ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, სავიჩი, ფელიპე ლუისი - კოკე, გაბი, აუგუსტო ფერნანდესი, საული - გრიზმანი, ტორესი.

ზინედინ ზიდანი, მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი:
"რონალდუ მცირე ტკივილს გრძნობდა კუნთის არეში, მაგრამ ახლა ის კარგადაა. ის 100%-ით იქნება ფინალში.

"ეს იქნება ძალიან რთული თამაში, ექსტრემალურად რთული, მაგრამ ჩვენ ვიცით ეს და ამისთვის საკმარისად მზად ვართ. ჩვენ ორი კვირა გვქონდა მოსამზადებლად და ახლა ფეხბურთელებს ბურთის გაგორება სწყურიათ."

"მე უკვე ვიყავი გუნდთან ერთად ფინალში, ორი წლის წინ, ლისაბონში. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ ფინალში ყოფნით. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, ჩვენ მზად ვართ სათამაშოდ! ამ ყველაფრისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მე ბედნიერი ვარ, რომ შრომამ ნაყოფი გამოიღო. ჩვენ ბევრი დაბრკოლება და სიძნელე გამოვიარეთ, მაგრამ ფინალამდე მიღწევა სიძნელეების გარეშე შეუძლებელია. ეს სავსებით ნორმალურია, რომ ფინალს თან ახლავს დაბრკოლებები. თუ შენ აპირებ გამარჯვებას, უნდა დაძლიო ისინი."

"წაგება არ იქნება იმედგაცრუება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელები არ გააკეთებენ საკუთარ მაქსიმუმს. ფინალში არავინ არ იცის რა მოხდება, მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან კარგად ვართ მომზადებული. 2014 წლის შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელმა დაგვტოვა, მაგრამ კლუბის იდეა არ შეცვლილა. ეს დიდებული ზღაპარია: ერთიანობა, ძალისხმევა, კომპანიონობა და როდესაც მოედანზე გასვლის დრო დადგება, მაღალი ხარისხის ფეხბურთი, თავდადება და ბრძოლა უკანასკნელ წამამდე."

დიეგო სიმეონე, მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი:
"თამაში საწყის წუთებში იქნება ძალიან ინტენსიური, ტემპერამენტიანი და დაძაბული. ჩემი ბიჭები ნახევარდაცვის ცენტრში ძალიან ბევრს იბრძოლებენ და ყველანაირად ეცდებიან, რომ მეტოქეს შეუზღუდონ ტექნიკური შესაძლებლობების გამოვლენა. "

"კლუბს, ფეხბურთელებს და მთლიან ჯგუფს ძალიან ბევრი მუშაობა დაგვჭირდა ამ დონემდე მოსასვლელად. შრომა ჩვენთვის ყველაზე ღირებული რამაა. ყველა მუშაობს განვითარებისა და გაზრდის იდეით, რათა მივაღწიოთ მაქსიმუმს. "

"ფინალში თამაში განსაკუთრებული გრძნობაა, მოგება კი ბევრად უკეთესია. ეს არ იქნება ადვილი, თითოეული მოთამაშე უნდა გადაახტეს საკუთარ თავს და გააკეთოს მაქსიმუმი. ისინი მოედანზე უნდა გარდაისახონ, მაგრამ არ უნდა შეცვალონ ის ღირებულებები, რამაც აქამდე მოგვიყვანა. შრომა, შრომა და შრომა. მხოლოდ ძლიერ მონდომებას და ყველაფრის გაღებას შეუძლია წარმატების მოტანა."

"ჩვენ არ ვაპირებთ რაიმეს შეცვლას დღევანდელი თამაშისთვის. "რეალი" არ შეცვლილა საგრძნობლად 2014 წლის შემდეგ. ჩვენ უფრო განსხვავებულები გავხდით, მაგრამ არ შეცვლილა გუნდის სტრუქტურა. ჩვენ შევეცდებით, რომ არ დავტოვოთ თავისუფალი სივრცეები დაცვაში, რადგან თუ "რეალს" სივრცეს მიცემ, ეს ძალიან ძვირად დაგიჯდება."

"ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ისტორია და ეს ძალიან მომწონს. მხოლოდ გამარჯვება იქნება მისაღები. წინ "ატლეტიკო"!"

პრომო

 

https://fci.ge/uploads/posts/2016-05/1464438386_final.jpg
მწვანე ზონა

უკან1 2 წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi