FCI.ge
FCI.ge
რუმენიგე: მანჩესტერი მიულერში რეკორდულ თანხას იხდიდა |
მიუნხენის „ბაიერნის“ წარმომადგენელმა კარლ-ჰაინც რუმენიგე ნათელი გახადა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მოლაპარკების დეტალები, რომელიც თომას მიულერს უკავშირდებოდა. მისი თქმით, „მანჩესტერი“ მზად იყო ფეხბურთელში რეკორდული თანხა გადაეხადა. თუმცა, „ბაიერნმა“ შეძლო მიულერის შენარჩუნება.
„მიულერი - ჩვენი ფეხბურთელია, ის კლუბის აკადემიის კურსდამთავრებულია. იგი მიუნხენთან ახლოს დაიბადა, მიიღო განათლება და „ბაიერნის“ გულშემატკვირების თვალში ნამდვილი გმირი გახდა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თომასს.
გასულ წელს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ გიჟური წინადადებით მოგვმართა, მაგარამ ჩვენ არ განგვიხილია ეს საკითხი. „მანჩესტერი“ მზად იყო მიულერში რეკორდული თანხა გადაეხადა, თუმცა „ბაიერნი“ არ აპირებდა მიულერის გაშვებას“,- განაცხადა გერმანელმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.