FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

#Don'tGoLeo - მესის მილიონობით ქომაგი უჭერს მხარს

29-06-2016
78 კომენტარი

ლიონელ მესის ქომაგებმა, ქალაქ ბუენოს აირესში, მასობრივი მარში მოაწყვეს ლოზუნგით "არ წახვიდე ლეო", რათა დაარწმუნონ საკუთარი გმირი ნაკრებში დაბრუნებაზე.

დაახლოებით 100.000 გულშემატკივარი გეგმავს აქციის გამართვას ბუენოს აირესის ცენტრში, ობელისკის ძეგლთან. ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია "ფეისბუქზეა" განთავსებული, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა.

როგორც წესი, ობელისკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფანები მაშინ იკრიბებიან, როდესაც საყვარელი კლუბის მოგებულ ტიტულს აღნიშნავენ ან ეროვნული ნაკრების წარმატებას, მაგრამ ახლა მათ სრულიად სხვა მიზანი ამოძრავებთ, ისინი პროტესტს უცხადებენ არგენტინის ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილებას და მოუწოდებენ მას ნაკრებში დაბრუნებისკენ.

#Don'tGoLeo - მესის მილიონობით ქომაგი უჭერს მხარს


"მომავალ შაბათს, 2 ივლისს, საღამოს 6 საათზე, ჩვენ მივდივართ ობელისკოს ძეგლთან, რათა დავანახოთ მესის საკუთარი ძალა და თანადგომა მის მიმართ. ჩვენ ვაპირებთ, რომ დავარწმუნოთ მესი ნაკრებში დაბრუნებაზე. ახლა ყველას იმედები ერთთმანეთს ემთხვევა, ჩვენ გვჯერა, რომ მესი კიდევ მოირგებს არგენტინის მაისურს" - წერია ივენთის გვერდზე.

#Come on Messi, don't give up on us!!!

https://fci.ge/uploads/posts/2016-06/1467189618_messi.jpg
მწვანე ზონა

უკან1 2 3 4 წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi