FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

პრევიუ: უელსი Vs პორტუგალია

6-07-2016
3 კომენტარი

დღეს გაიმართება ეურო 2016-ის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა, სადაც ერმანეთს უელსისა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. უელსის ნაკრების ნახევარფინალში თამაშით ალბათ ყველა გაკვირვებულია, მაგრამ ამ გუნდმა ეს ნამდვილად დაიმსახურა. მათ უდიდესი ბრძოლისუნარიანობა და გუნდური სულისკვეთება გამოავლინეს. ითამაშეს გამართული და კარგი ფეხბურთი, რის შედეგადაც ნახევარფინალში გასვლა შეძლეს. პორტუგალიის ნაკრები კი ალბათ ყველაზე უცნაური ნახევარფინალისტია ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში. მათ ძირითად დროში თამაში არ აქვთ მოგებული, მაგრამ დღეს ფინალში გასვლისთვის იბრძოლებენ. ჯგუფში მესამე ადგილი და შემდეგ ნახევარფინალური ეტაპი... მართლაც საოცარია.
ალბათ ფავორიტის გამოკვეთა ძნელი იქნება, ორივე გუნდის შანსები თანაბრად ფასდება. პირველ რიგში ყველა ლამაზი და სანახაობრივი ფეხბურთის მოლოდინშია...


პრევიუ: უელსი Vs პორტუგალია

ჩემპიონატი: ეურო 2016
თარიღი: 6 ივლისი, 23 საათი
სტადიონი: სთეიდ დე ლიონი
მსაჯი: იონას ერიკსონი
პირდაპირი ტრანსლაცია: საზოგადოებრივი მაუწყებელი

საინტერესო ფაქტები:
პორტუგალია და უელსი ლიონში გაარკვევენ ფინალისტის ვინაობას.
ამ წყვილში გამარჯვებული, გერმანიასა და საფრანგეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება ფინალში, პარკ დე ფრენსზე.
უელსი პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, ხოლო პორტუგალიამ ამ სტადიაზე ოთხჯერ ითამაშა, საიდანაც მხოლოდ ერთხელ მოახერხა ფინალში გასვლა.
პორტუგალიას აქვს შანსი, რომ პირველი გამარჯვება ჩაიწეროს აქტივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძირითად დროში.
ბენ დეივისი, აარონ რემზი და ვილიამ კარვალიო დისკვალიფიცირებულები არიან; პეპეს თამაში სადაოა.

სავარაუდო შემადგენლობები:

უელსი: ჰენესი - განტერი, ჩესტერი, ეშლი უილიამსი, კოლინსი, ტეილორი - ჯონათან უილიამსი, ლედლი, ალენი - ბეილი, რობსონ-კანუ.

პორტუგალია: რუი პატრისიო - სედრიქი, ფონტე, რიკარდო კარვალიო, გუერეირო - დანილო, ჟოო მარიო, ადრიენ სილვა, რენატო სანჩესი - რონალდუ, ნანი.

პრომო:



https://fci.ge/uploads/posts/2016-07/1467820001_wales-vs-portugal-euro.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi