FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

პრევიუ: პორტუგალია Vs საფრანგეთი

10-07-2016
33 კომენტარი

დღეს გაიმართება ეურო 2016-ის ფინალური დაპირისპირება, სადაც პორტუგალიისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ეს არის დღე, რომელსაც თითოეული ფეხბურთის გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა. ეს იქნება მატჩი, სადაც დაძაბულობა პიკს მიაღწევს და სადაც თითოეული ფეხბურთელი უკანასკნელ წამამდე ეცდება საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვას. ყველანი დაუვიწყარი მატჩის მოლოდინში ვართ და იმედია ფეხბურთის ქომაგების იმედები 100 პროცენტით გამართლდება...

პრევიუ: პორტუგალია Vs საფრანგეთი

ჩემპიონატი: ეურო 2016
თარიღი: 10 ივლისი, 23 საათი
სტადიონი: სტად დე ფრენსი - სენ-დენი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
პირდაპირი ტრანსლაცია: საზოგადოებრივი მაუწყებელი

საინტერესო ფაქტები:

პორტუგალიას აქვს შანსი, რომ მოიგოს პირველი ტურნირი საკუთარი ისტორიის განმავლობაში და ეს საფრანგეთში, სენ-დენიზე მოახერხოს.
ამ ორ გუნდს შორის გამართული დაპირისპირებებიდან, ბოლო 10 თამაში საფრანგეთის გამარჯვებით დასრულდა.
საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამი:"ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ."
საფრანგეთმა ეურო 1984-სა და 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, საკუთარ კედლებში მოახერხა და ახლა აქვს შანსი, რომ კიდევ ერთი ჯილდო მოიპოვოს შინ.
პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი, ფერნანდუ სანტუში:"მთავარია ვირწმუნოთ."
პეპე დიდი ალბათობით შეხვედრას ძირითადში დაიწყებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

პორტუგალია: რუი პატრისიო - სედრიქ სუარესი, ფონტე, პეპე, რაფაელ გერეირო - ვილიამ კარვალიო, ადრიენ სილვა, ჟოაო მარიო, რენატო სანჩესი - კრიშტიანუ რონალდუ, ნანი.

საფრანგეთი: ლორისი - სანია, კოშელნი, უმტიტი, ევრა - პოგბა, მატუიდი, სისოკო - პაიე, ჟირუ, გრიზმანი.

პრომო:

 

https://fci.ge/uploads/posts/2016-07/1468157044_france-vs-portugal.jpg
მწვანე ზონა

უკან1 2 წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi