FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ბარსელონამ მანჩესტერს აქაც აჯობა

31-07-2016
20 კომენტარი

მოგეხსენებათ, ახლა სატრანსფერო ციებცხელებაა და ამ თემასთან დაკავშირებით მინდა შემოგთავაზოთ შედარება, სატრანსფერო პოლიტიკის შედარება, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ისეთი გიგანტები როგორებიც არიან ''მანჩესტერ იუნაიტედი'' და ''ბარსელონა''.


მაინც და მაინც ეს ორი გუნდი ავარჩიე შემდეგი მიზეზების გამო:
მანჩესტერი - ბოლო სეზონებში ხარჯავს კოლოსალურ თანხებს და პრაქტიკულად ყოველ სეზონში სატრანსფერო რეკორდებს ეთამაშება, რაც მათ თამაშზე ნამდვილად არ აისახება. რაზეც კრიტიკოსები და სხვა გუნდების გულშემატკივართა არმია სამართლიანად აკრიტიკებს.


ბარსელონა - მათი გულშემატკივარი, იურგენ კლოპი თუ ზოგადად ფეხბურთის მოყვარულნი აპელირებენ იმაზე რომ ბარსელონა დიდ ფულს არ ხარჯავს, მითუმეტეს ამ ეპოქაში, ამ თაობაში სადაც 4-5 წამყვანი ფეხბურთელი გუნდის ძირითადშიც კი გვევლინება.


ეს ეპოქა - თაობა, მოვიძიე ამ დროში 06/07სეზონიდან გაკეთებულ ტრანსფერებზე ინფორმაცია კომპეტენტურ საიტებზე.


სისტემა ასეთია : ვწერ დახარჯულ თანხას, შემოსულ თანხას (ტრანსფერებიდან) და ფეხბურთელების რაოდენობას რომელნიც ამ წელს გუნდში გადმოვიდნენ სხვადასხვა მეთოდებით, ეს იქნება ყიდვა, არენდა თუ მეორე გუნდიდან პირველში გადმოყვანა.


მაშ ასე დავიწყოთ. 
მანჩესტერ იუნაიტედი:
სეზ 06/07 დახარჯული: £23.12m. შემოსული: £15.98m ფეხბურთელი: 28
სეზ 07/08 დახარჯული: £87.98m. შემოსული: £40.89m ფეხბურთელი: 25
სეზ 08/09 დახარჯული: £38.46m შემოსული: £6.33m ფეხბურთელი: 22
სეზ 09/10 დახარჯული: £23.29m შემოსული: £88.80m ფეხბურთელი: 25
სეზ 10/11 დახარჯული: £24.91m შემოსული: £15.63m ფეხბურთელი: 31
სეზ 11/12 დახარჯული: £52.96m შემოსული: £12.58m ფეხბურთელი: 24
სეზ 12/13 დახარჯული: £64.98m შემოსული: £11.80m ფეხბურთელი: 24
სეზ 13/14 დახარჯული: £66.27m შემოსული: £1.53m ფეხბურთელი: 32
სეზ 14/15 დახარჯული: £166.05m შემოსული: £41.90m ფეხბურთელი: 26
სეზ 15/16 დახარჯული: £124.27m შემოსული: £86.26m ფეხბურთელი: 25
სეზ 16/17 დახარჯული: £68.00m შემოსული 0 ფეხბურთელი 3
დახარჯული: 740, 29 მილიონი და 265 ფეხბურთელი. შემოსული თანხა შეადგენს : 321,7 მილიონს. ჯამი -418,59


ბარსელონა:
სეზ 06/07 დახარჯული: £26.35m შემოსული: £11.05m ფეხბურთელი: 3
სეზ 07/08 დახარჯული: £58.23m შემოსული: £11.90m ფეხბურთელი: 13
სეზ 08/09 დახარჯული: £81.60m შემოსული: £47.12m ფეხბურთელი: 8
სეზ 09/10 დახარჯული: £96.05m შემოსული: £20.83m ფეხბურთელი: 6
სეზ 10/11 დახარჯული: £61.63m შემოსული: £44.80m ფეხბურთელი: 5
სეზ 11/12 დახარჯული: £51.00m შემოსული £39.91m: ფეხბურთელი: 6
სეზ 12/13 დახარჯული: £28.05m შემოსული: £425k ფეხბურთელი: 7
სეზ 13/14 დახარჯული: £86.02m შემოსული: £23.89m ფეხბურთელი: 6
სეზ 14/15 დახარჯული: £141.71m შემოსული: £69.53m ფეხბურთელი: 9
სეზ 15/16 დახარჯული: £43.35m შემოსული: £41.06m ფეხბურთელი: 9
სეზ 16/17 დახარჯული: £67.79m შემოსული £11.56m ფეხბურთელი 5
დახარჯული: 741,78 და 77 ფეხბურთელი. შემოსული თანხა შეადგენს: 322,075მილიონს. ჯამი - 419,705


''ბარსელონა მეტს ხარჯავს-ბარსელონა აქცენტებს ახალგაზრდებზე არ აკეთებს''.
ასე გამოიყურება უკანასკნელ 10 სეზონში დახარჯული თუ ფეხბურთელების გაყიდვით შემოსული თანხები. არამც თუ მანჩესტერი ხარჯავს ბარსელონაზე მეტს, არამედ პირიქით ბარსელონამ უფრო მეტი დახარჯა უკანასკნელ 10 წელში, მთლიანობაში კი რათქმაუნდა ბარსელონას გადახდილი თანხები, მანჩესტერთან შედარებით ბევრად მსუყედ გამოიყურება. ყურადსაღებია ისიც რომ, ბარსელონამ როცა დახარჯა 741, 78 მილიონი ამ პერიოდში გუნდში ფეხი შემოადგა 77-მა ფეხბურთელმა სადაც მანჩესტერმა 740,29 მილიონის ხარჯვისას მოახერხა 265 ფეხბურთელთან მუშაობა. (ამ ფეხბურთელებში ითვლება ტრანსფერებიც, მეორე გუნდიდან გადმოყვანილებიც და იჯარიდან დაბრუნებულებიც. როგორც მანიუ ისე ბარსას შემთხვევაში) მანჩესტერმა უფრო უკეთესი რეზულტატი დადო ჯამშიც (შესყიდული - გაყიდული ერთმანეთთან მიმართებაში) სადაც ჩანს რომ ამ პერიოდში ბარსა მინუსში გავიდა - 419,705 მილიონით და მანჩესტერი კი -418,59 .


ესეიგი შედეგი ასეთია რომ, 10 სატრანსფერო ფანჯარაზე ბარსამ დახარჯა სუფთა ფული 419,705 მილიონი და გუნდში დაბრუნდა/გადმოვიდა 77 ფეხბურთელი.
მანჩესტერში კი 10 სატრანსფერო ფანჯარა და სუფთა ფული 418,59 მილიონის ერთობრივი რეზულტატი 265 ადამიანის დაბრუნება/გადმოსვლა იყო. ბარსელონას შემთხვევაში, ეს ყველაფერი იმას ნიშნავს რომ, როდესაც იხდი მეტ ფულს და გადმოგყავს ცოტა ფეხბურთელი, ესეიგი აქცენტს ხმაურიან ტრანსფერებზე აკეთებ და არა ახალგაზრდებზე.


აქვე მინდა წერტილი დავუსვა მითქმა მოთქმებს მანჩესტერი/ბარსელონა სკოლებთან დაკავშირებით.
06/07 სეზონიდან მოყოლებული დღემდე, ბარსელონას პირველ გუნდში, მეორედან მხოლოდ 29 ფეხბურთელი გადმოვიდა. ამავე პერიოდში მანჩესტერ იუნაიტედს თავისივე აღზრდილი 54 ახალგაზრდა ფეხბურთელი შეუერთდა.

დასკვნა ასეთია: 1) ბარსელონა უფრო მეტ ფულს ხარჯავს ტრანსფერებში. 2) გადმოსულთა რაოდენობის მიხედვით, ბარსელონა უფრო ნაკლებ ფეხბურთელს აძლევს თავის გამოჩენის შანსს. 3) ბარსელონას, მანჩესტერზე უფრო ნაკლები ახალგაზრდა ფეხბურთელი გადმოჰყავს მეორედან პირველ გუნდში

და მართლაც ''ციფრები არასოდეს არ ცდებიან''.

 

https://fci.ge/uploads/posts/2016-07/1469896165_manchester-vs-barcelona.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi